მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ ახალი ელექტრომობილი Model Y წარადგინა

5c8c046497e7b
ირინა ჩოჩუა
16.03.19 10:15
3959
Model Y-ის გაყიდვაში შემოსვლა 2020 წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.

ეს მოდელი ერთ დატენვაზე 300 მილს (482 კილომეტრი) გაივლის და მისი ფასი $47,000 იქნება.

Tesla მომხმარებელს ამ მოდელის $51,000 და $60,000-იან ვერსიებსაც სთავაზობს, რომლებიც ასევე 2020 წლის შემოდგომიდან იქნება ხელმისაწვდომი.

Tesla-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორის (CEO) ელონ მასკის თქმით, შედარებით იაფფასიანი ($39,000), 230 მილი დიაპაზონის მქონე ვერსია 2021 წლამდე არ გამოვა ბაზარზე.

Tesla Model Y 7 ადამიანს დაიტევს და როგორც Tesla-ს CEO ამბობს, ამ დრომდე ყველაზე უსაფრთხო მაღალი გამავლობის ავტომობილი იქნება.

ავტომობილის ინტერიერი Model 3-ის მსგავსია. მას ექნება პანორამული ლუქი, 66 კუბური ფუტის ტევადობის საბარგული და 16 ინჩიანი სენსორული ეკრანი განთავსებული ხელსაწყოთა პანელზე. მისი გაღება მობილურის აპლიკაციით იქნება შესაძლებელი.

„Tesla-მ ყველაზე საჭირო დროს წარმოადგინა ახალი მოდელი. Model 3-ის ჭარბად წარმოებამ კომპანიის მოღვაწეობას საფრთხე შეუქმნა, თუმცა Model Y-ს დიდ წარმატებას ველოდებით“, - განაცხადა ელონ მასკმა.