მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თერჯოლის ღვინო" ეკოტურიზმის განვითარებას იწყებს

5af81e3b17885
მაია ბიწაძე
13.05.18 15:12
2760
კოოპერატივი ,,თერჯოლის ღვინო“ ეკოტურიზმის განვითარებას იწყებს, რისთვისაც თერჯოლაში, მარნის თავზე, სასტუმრო ააშენეს. ამის შესახებ BM.ge-ს კოოპერატვი ,,თერჯოლის ღვინო“-ს დამფუძნებელმა გოგიტა მაკარიძემ განუცხადა.

,, როდესაც ჩვენს ღვინოს აგემოვნებენ ადამიანები, ხშირად მათ ჩვენს მარანში მოსვლის სურვილი უჩნდებათ. გადავწყვიტეთ რომ ამას ორგანიზებული სახე მივცეთ და სტუმრებს თავად გავუმასპინძლდეთ. მათ ნატურალურ იმერულ ღვინოს და კერძებს ვთავაზებთ, ასევე რძის ნაწარმს და ხილ-ბოსტნეულს, რაც ადგილობრივია. ჩვენს სტუმრებს ღამით სასტუმროში, ან ჰოსტელებში უწევთ დარჩენა, ამიტომ ავაშენეთ სასტუმრო, რომელიც 10 ნომრიანია.

მშენებლობის 70% უკვე დასრულებულია და ვფიქრობ გაისად შევძლებთ მსურველების მიღებას. ეს გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, ყველაფერს სპონსორის გარეშე ვაკეთებთ, უკვე ჩავდეთ 150 ათასი ლარის ინვესტიცია და 100 ათასი ლარი კიდევ გვესაჭიროება. სამომავლოდ სატუმრო ყოველდღიური ფინანსური სასხრების მოზიდვაში დაგვეხმარება, რასაც ვენახების მოვლისთვის და გაფართოებისთვის გამოვიყენებთ“ - განაცხადა გოგიტა მაკარიძემ.

კოოპერატივი ,,თერჯოლის ღვინო“ 2014 წელს, ევროკავშირის პროექტის ENPARD –ის გრანტის დახმარებით შეიქმნა.