მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერეზა მეი გადადგომას გადაურჩა და პრემიერის პოსტს ინარჩუნებს

5c124d579ff82
BM.GE
13.12.18 16:14
884
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი გადადგომას გადაურჩა და პრემიერ-მინისტრის პოსტს ინარჩუნებს.

ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ მინისტრის პოლიტიკურმა მოწინაღმდეგებმა მისი ნდობის საკითხი დააყენეს კენჭისყრაზე, თუმცა კონსერვატორების ინიცირებული თემა კენჭისყრისას ჩავარდა და ტერეზა მეის სასასრგებლოდ 200 პარლამენტარმა მისცა ხმა, ხოლო მოწინააღმდეგე მხოლოდ 117 იყო.

ამგვარად, დასრულდა რამდენიმე კვირიანი დებატებები პარლამენტში, რომლის საპირისპირო შედეგი მეის გადადგომას უქადდა.

უნდობლობის საკითხი მას შემდეგ იყო ინიცირებული, რაც ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის 48 წევრმა (ბრიტანეთის პარლამენტის წევრთა 15% კონსერვატორებისგან) თემის განხილვა ოფიციალურად მოითხოვა.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, კენჭისყრამდე განაცხადა, რომ 2022 წლის საპარლემენტო არჩევნებამდე პარტიის ხელმძღვანელის პოსტს დატოვებდა; ისიც დასძინა, რომ მიმდინარე კენჭისყრა არის არა თემაზე, თუ ვინ გაუძღვება პარტიას საპარლამენტო არჩევნებზე, არამედ - ვინ დაასრულებს დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურებს ევროკავშირიდან.