19.ნოემბერი.2015 13:35
ეკონომიკა

თენგიზ შრგელაშვილი: პროექტები, რომ ხორციელდება ამაზე ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობის მადლიერება მეტყველებს

თენგიზ შრგელაშვილი: პროექტები, რომ ხორციელდება ამაზე  ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობის მადლიერება მეტყველებს
“პროექტები რომ ხორციელდება ამაზე  სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობის მადლიერება მეტყველებს", - აღნიშნა გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა. აღნიშნულ თემაზე მანვე განაცხადა, რომ მდგომარეომა გაცილებით გაუმჯობესებულია, პრობლემები კი ევროპის ქვეყნებშიც კი აღენიშნებათ.

"რა სქემაც არის დაგეგმილი, იმ სქემის მიხედვით მიმდინარეობს პროექტების რეალიზაცია. დავასახელებ მხოლოდ რამდენიმე ციფრს. მაგალითად, ავტობანის მშენებლობა 2006 წლიდან დაიწყო და საშუალოდ წელიწადში ათი კილომეტრი შენდებოდა და იხარჯებოდა დაახლოებით 116 მილიონი, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტობანის ოცდარვა კილომეტრი შენდება. მარნეულიდან რუსთავისკენ მიმავალი გზის მშენებლობაც დაგეგმილია. სამი კილომეტრი გაკეთდება საბიუჯეტო თანხებით , ხოლო რვა კილომეტრი მსოფლიო ბანკის პროექტით არის დაგეგმილი და 2016 წლის განმავლობაში დასრულდება. ეს გზა სრულად რეაბილიტირებული იქნება. ის, რომ მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ამას ხედავენ ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ კონკრეტულ ქალაქებსა და სოფლებში. შეხვედრები ხშირად გვიწევს და მათ მადლიერებას ვხედავთ. ტენდერებს რაც შეეხება, აქ არის ათობით ტენდერი და ზოგიერთ კომპანიას პრობლემები ექმნება და ვცდილობთ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. იყო სატენდერო პროცედურებში გარკვეული პრობლემები, რის შესახებაც ინფრასტრუქტუეის მინისტრმა არა ერთხელ განაცხადა. კომიტეტის სხდომაზე პირადა ხაზი გავუსვი იმას, ყოველდღიურობაში თუ რა სიახლეები დავნერგეთ ტენდერის საავანსო თანხებთან მიმართებაში, მონიტორინგის კუთხით, ტექნიკური დავალებების საკითხებში, რათა მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ვფიქრობთ, რომ მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდება. რაც მთავარია, არც ერთი პროექტის შეჩერება და გაუქმება არ მომხდარა. არსებობს დროში შეყოვნებები და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხარისხის ინტერესებიდან გამომდინარეა გამოწვეული და შესაბამისად, მიდგომა ასეთი, რომ ყველაფერი კარგია, ან ყველაფერი ცუდია სწორი არ არის. პრობლემები ჩვენთანაც არსებობს და ევროპულ ქვეყნებშიც. მთავარია ამ პრობლემებს ვებრძოლოთ’’- განაცხადა თენგზ შერგელაშვილმა.
 
ავტორი: ბიზნესკონტაქტი



19.ნოემბერი.2018 13:54
40

"დრაკონულად დიდი პროცენტის დაწერა ხდებოდა"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 13:25
59

"ეს არის სრულად კერძო ტრანზაქცია, საბიუჯეტო თანხების ჩართულობა არ იქნება“

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 13:19
226

ბანკების ასოციაცია: ეს არის ერთჯერადი აქცია

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 13:13
165

"მოქალაქეები 3 დეკემბრიდან შეძლებენ შეამოწმონ შეეხებათ, თუ არა ვალების ჩამოწერა"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 13:03
120

მაჭავარიანი ვალების ჩამოწერაზე: თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი "ქართუ"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 12:46
577

"კითხვა ჩნდება, - ეს ფული რომ ეკონომიკაში ჩაბრუნდება, ლარზე როგორ აისახება?"

ვრცლად