21.აპრილი.2016 16:44
ეკონომიკა

თენგიზ შერგელაშვილი: 2013 წელთან შედარებით, თანხების ათვისების პრობლემა ფაქტიურად არ გვაქვს

თენგიზ შერგელაშვილი: 2013 წელთან შედარებით, თანხების ათვისების პრობლემა ფაქტიურად არ გვაქვს
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2013-2016 წლებში დამტკიცებული პროექტების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა წარადგინა. სამინისტროს გეგმებზე "ბიზნესკონტაქტთან" მინისტრის მოადგილე საუბრობს.
 
- ბატონო თენგიზ, როგორ გამოიყურება იმ პროექტების სპექტრი, რომლებიც დაახლოებით ამ პერიოდში განხორციელდა?

- ჩვენი სამინისტროს სახელწოდება სიმბოლური არ არის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელსაც ის ახორციელებს რეგიონული განვითარებაა. 2009 წელს ბიუჯეტში მუხლი შეიქმნა, რომელსაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ერქვა და 2009 წლიდან 2012 წლამდე აბსოლუტურად სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე იყო დამოკიდებული, ცენტრალიზებულად მიიღებოდა გადაწყვეტილება და სისტემა ამ თანხების განკარგვისა არ იყო. 2013 წლიდან, ჩვენ მთავარი აქცენტი მუნიციპალიტეტების მიერ პროექტების წარმოდგენაზე გადავიტანეთ, შევქმენით მთელი ციკლი, როგორც პროექტების შერჩევის, ასევე მისი დაგეგმვის, შეფასების და დღეს ფაქტიურად ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვებულია პროექტების შერჩევის მექანიზმი ამ ფონდში და ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ გაცილებით მეტი პროექტი დავაფინანსეთ ისეთი, რომელიც კონკრეტული მოქალაქეებისა და კონკრეტული სოფლების პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ამ ოთხი წლის განმავლობაში 720 მილიონის 2500 პროექტი დაფინანსდა.

- 2013-2016 წლებში, ეროვნული ვალუტის რყევამ კითხვის ნიშნის ქვეშ თუ დააყენა პროექტების განხორციელება?

- მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, რასაკვირველია, ზოგადად ახდენენ ქვეყანაზე გავლენას, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია, პირიქით მუნიციპალიტეტებში 2009 წლიდან 2012 წლამდე ამ ფონდიდან 240 მილიონი ლარი იყო გადარიცხული, ხოლო შემდგომი 4 წლის განმავლობაში, წლევანდელი წლის ჩათვლით, ჩვენ კაპიტალური გრანტის სახით 720 მილიონი გავეცით. სხვაობა თვალსაჩინოა. 2500 პროექტი განხორციელდა, საიდანაც 1000 გზის პროექტი იყო და ამ 1000 გზიდან 820 ისეთი პროექტი, გზა იყო, რომელზეც არანაირი სამუშაო არ იყო ჩატარებული.

- 2013 წლიდან მოყოლებული, თანხების ათვისების კუთხით რა სურათი გვაქვს, სამინისტრო თანხების ათვისების კოეფიციენტს რამდენად ართმევს თავს?

- ეს ორი თემა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. თუმცა, თანხების ათვისების კუთხით არსებითი პროგრესია და მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეიმჩნევა. პერიოდულად ზოგი შეიძლება ჩქარა ხორციელდება, ზოგი უფრო ადრე. ეს ბუნებრივი პროცესია და კლიმატურ პირობებთან არის დამოკიდებული, მაგრამ აქ არსებითი პრობლემა არ არის. მეორეს მხრივ არსებობს ის ფონდი, რაზეც ჩვენ დღეს პრეზენტაცია გვქონდა ეს არის მუნიციპალიტეტების მიერ თანხების ათვისება. აქ არსებითი სხვაობა გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ 2013 წელთან შედარებით, დღეს თანხების ათვისების პრობლემა ფაქტიურად არ გვაქვს, მეტი რესურსი რომ გვქონდეს მუნიციპალიტეტები თანდათანობით უფრო მეტს აითვისებდნენ.



20.ნოემბერი.2018 17:22
253

"კონკურენციის შესახებ კანონი" ყველა სფეროზე, მათ შორის საფინანსო სექტორზეც გავრცელდება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:50
446

მზის პირველი სადგური ექსპლოატაციაში სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბერში შევა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:32
986

"ვალების განულება" - რა წერია საფინანსო სექტორისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:37
97

კერძო საპენსიო ფონდებს კლიენტები შეუმცირდათ

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:56
127

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:32
86

კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 15% სარგებლობს

ვრცლად