24.მარტი.2016 12:33
საზოგადოება

თემურ თორდინავა: ბავშვისთვის განკუთვნილი თანხები, საკვები და სათამაშოები ბავშვამდე უნდა მივიდეს

თემურ თორდინავა: ბავშვისთვის განკუთვნილი თანხები, საკვები და სათამაშოები ბავშვამდე უნდა მივიდეს
თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი მოვალეობის არა ჯეროვნად შესრულების გამო თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული თემით, “საქმიან დილასთან“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა საუბრობს.

- ბატონო თემურ, რატომ გათავისუფლდნენ დირექტორები საბავშვო ბაღებიდან, არის თუ არა ამის მიზეზი პოლიტიკური ნიშანი?

- პოლიტიკური ნიშნით არცერთი დირექტორი არ გათავისუფლებულა და არც გათავისუფლდება, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. რაც შეეხება საბავშვო ბაღებში მიმდინარე პროცესებს, უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვხვდა, როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე კვალიფიკაციის მიმართულებით. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ისეთი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებსაც წესდებით უმაღლესი განათლება უნდა ჰქონოდათ, საუბარია მოადგილეებზე და ასეთი 50 ადამიანია, რომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ შეეფერებოდა. ამიტომაც, ისინი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

- მათი გათავისუფლება აუდიტის შედეგად მოხდა და აუდიტის შედეგები თუ გააცანით ყოფილ და იმ მომენტში მოქმედ დირექტორებს?

- თბილისის ბაგა-ბაღებში მონიტორინგი პერმანენტულად მიმდინარეობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ინსპექტირება მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რომელმაც სხვადასხვა საბავშვო ბაღებიდან ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა და ამ დოკუმენტაციის გაანალიზების შემდეგ დასკვნა დაიდო, სადაც არამიზნობრივი ხარჯები და ფინანსური გადაცდომები აღმოჩნდა. სწორედ გამომდინარე აქედან მიიღო სააგენტომ გადაწყვეტილება რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორის გათავისუფლების შესახებ.

- არამიზნობრივი ხარჯვა მხოლოდ გათავისუფლებით არ სრულდება ხოლმე, იმიტომ რომ სახელმწიფოს თანხებზეა საუბარი. ერთ-ერთი 215-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ჩვენთან ეთერში აცხადებდა, რომ მასთან აუდიტის ჩატარების დროს კომუნიკაცია არ ყოფილა. იქნებ, არგუმენტებით უპასუხოთ მას...

- 215-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი, ხატია ლაშქარაშვილი განმეორებითი დარღვევის შედეგად გათავისუფლდა. მას პირველ დარღვევაზე დისციპლინარული სასჯელის ზომა - სასტიკი საყვედური ჰქონდა და ეს იყო არა მარტო ფინანსური დარღვევების სხვადასხვა ტიპის გადაცდომები. მიცემული საყვედურიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა, რის საფუძველზეც მოხდა მისი გათავისუფლება. ერთ მნიშვნელოვან რამეს ვიტყვი - ყველაფერი, რაც საბავშვო ბაღებში ხორციელდება იგივე ის რეფორმები, რომლებზეც არა ერთხელ მისაუბრია, 2014 წლიდან დღემდე სხვადასხვა დარღვევების გამო, 20-ზე მეტი დირექტორია გათავისუფლებული. ამ დარღვევებზეც შემიძლია გესაუბროთ, იგივე საკვების გადამალვის ფაქტები, ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოების გადამალვის ფაქტები, სხვადსხვა ფინანსური გადაცდომები და ა.შ. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი გვაქვს, სადაც ასევე ხორციელდებოდა და ხორციელდება მონიტორინგი, მაგრამ მსგავსი დარღვევები არ ყოფილა. ამ საკითხის პოლიტიზირება სწორი არ არის და ვფიქრობ, რომ ის განცხადებები, რომელიც კეთდება არასერიოზულია.

- არამიზნობრივი ხარჯვა ახსენეთ და რა თანხებზეა საუბარი?

- სხვადასხვა საბავშვო ბაღში გათავისუფლებული დირექტორები, რომლებიც დღეს ვთქვათ იგივე ტელევიზიებით გამოდიან სხვადასხვა თანხებზეა საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანი ერთი რამ არის - სააგენტოს ახალი ადმინისტრაცია თათბირების რეჟიმში, ოფიციალური წერილების ფორმატით და ა.შ. დირექტორებს კონსულტაციებს ყოველთვის ვაძლევდით, რომ მათ კონკრეტული მიმართულებები მოეწესრიგებინათ.

ერთ მნიშვნელოვან თემას გავუსვამ ხაზს, 2007 წელს ათეულობით საბავშვო ბაღის დირექტორი და ასეულობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, ანუ მაშინ მთავრობის დადგენილებით ერთ დღეში გაათავისუფლეს, მაგრამ ჩვენს მიერ გათავისუფლებული ბაღის დირექტორები მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დასკვნის შედეგად გათავისუფლდნენ. ბოლო პერიოდში საუბარია 6 ადამიანზე, მაგრამ გარდა ამისა, მონიტორინგი საბავშვო ბაღებში პერმანენტულად მიმდინარეობს და მინდა ყველა თანამშრომელ მოვუწოდო, ყველა ბაღის დირექტორს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს და ამ ყველაფრის პოლიტიზირების საკითხი ალბათ შეიძლება გარკვეულ ჯგუფს ხელს აძლევს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა აღსაზრდელებმა, რომელიც ჩვენს სისტემაში ხარისხიან მომსახურებას ღებულობს, მათ აბსოლუტურად ხარისხიანი სერვისი მიიღონ.

- ადამიანები, რომლებიც ბოლო პერიოდში გათავისუფლდნენ, ამის სასმართლოში გასაჩივრებას აპირებენ...

- ეს მათი სამართლებრივი უფლებაა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განვმეორდე ჩვენ და პირადად მე პრინციპული ვიქნები საბავშვო ბაღებში ნებისმიერი დარღვევის მიმართ. ის მიდგომა, რომ ბავშვისათვის განკუთვნილი საკვები იქნება ეს სათამაშო, თუ თანხები, ყველაფერი ბავშვამდე უნდა მივიდეს და მას უნდა მოხმარდეს. სამართლებრივი დავისთვის მზად ვართ. მე მადლობის წერილებიც მაქვს საბავშვო ბაღის დირექტორებისთვის სანიმუშო მუშაობისთვის გაგზავნილი. ჩვენ ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი და მისი ხელმძღვანელი გვყავს, რომელთა მხრიდან არანაირი დარღვევა არ ყოფილა და ზუსტად აქ არის კითხვის ნიშნები. თუ პირობითად 100 ბაღში დარღვევა არ არის და რამდენიმე ბაღში დარღვევა აღმოჩნდა, რა თქმა უნდა გავათავისუფლე საბავშვო ბაღის დირექტორი და შემდგომშიც გავათავისუფლებ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას არ შეასრულებს.



19.თებერვალი.2019 12:20
206

ხაზარაძე: „ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან“

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:04
46

„ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 11:45
189

საქართველოს 237.5 ათასი მოქალაქე უმუშევარია

ვრცლად
19.თებერვალი.2019 11:30
221

„ხალხის ჯიბიდან ფული ამოიღეს და ფულს ფული როგორ მოაგებინონ , არ იციან“

ვრცლად
19.თებერვალი.2019 11:00
48

„ნენსკრა ჰიდრომ“ მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტის განხორციელება დაიწყო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 10:40
317

"ახლაც ბევრი კომპანია ამზადებს პარკებს რეგულაციის დარღვევით"

ვრცლად