09.თებერვალი.2016 13:59
ეკონომიკა

თემურ მაისურაძე: მაინტერესებს ვინაა ის გენიოსი, ვინც ასეთ რჩევებს აძლევს მერიას

თემურ მაისურაძე: მაინტერესებს ვინაა ის გენიოსი, ვინც ასეთ რჩევებს აძლევს მერიას
პარლამენტარი, თემურ მაისურაძე მერიის მიერ, გაზზე მომუშავე ავტობუსების ტენდერის გამოცხადებას, კრიტიკულად აფასებს. დეპუტატი ამბობს, რომ გაზზე მომუშავე ავტობუსები ეკოლოგიური, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიანია. მისი თქმით, დღეს გაზსა და დიზელზე მომუშავე ავტობუსებს შორის, ეკოლოგიური თვალსაზრისით, განსხვავება არაა.

"უბრალოდ სასაცილოა, პატარა ბავშვამაც კი იცის რომ დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე გაზზე.

რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, ის ვერც ერთ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ მივეჩვიეთ საუბარს, რომ თუ შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტობუსს გაზზე გადავიყვანთ, მომგებიანი იქნება, - ბატონებო ეს შედარება არასწორია.

თუ ჩვენ გაზზე გადავიყვანთ შიდა წვის ძრავს მისი გამწეობა კლებულობს. თუ ამას გადავიყვანთ ფულში, აღმოჩნდება, რომ დიზელის ავტობუსები 5-7 ლარით იაფი დაგვიჯდება. გაზის ავტობუსები 15 000-ით ისედაც უფრო ძვირი ღირს. ამას ემატება მომსახურეობის ფასი. გაზზე მომუშავე ძრავს 4-ჯერ ნაკლები რესურსი აქვს.

მომხმარებლის საბოლოო ჯამური ხარჯებით, ეს ავტობუსები 12 წლიან ანგარიშზე, დაახლოებით 65 000 ლარით უფრო მეტს დახარჯავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ავტობუსების ხარჯები უნდა გავზარდოთ, შედეგად მოქალაქეები უფრო ნაკლებად ჩაჯდებიან სამოქალაქო ტრანსპორტში და თბილისი კიდევ უფრო გაივსება მცირე ლიტრაჟიანი მანქანებით", - განაცხადა მაისურაძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი“. დეპუტატის თქმით, მერიასთან კომუნიკაციის მცდელობა ჰქონდა, თუმცა მისი თქმით, მას დედაქალაქის მთავრობასთან დაკავშირების "მწარე გამოცდილება" აქვს და ამას აზრი არ აქვს.

"მაინტერესებს ვინაა ის გენიოსი ვინც ურჩია... მაგალითად ლექვინაძე რომელიც გამოვიდა და განაცხადა რომ  შეფასების პარამეტრები ეკონომიკა, ეკოლოგია და უსაფრთხოება იყო. არც ერთი მათგანი არ მართლდება.

მე როგორც პარლამენტარს, მანტერესებს ვინაა ის გენიოსი, საქართველო უნდა იცნობდეს ამ ჭკვიან ადამიანებს, ვინც ასეთ რჩევას უწევს. მერმა ეს არ უნდა იცოდეს, ეს უნდა იცოდნენ მრჩევლებმა", - განაცხადა მაისურაძემ.

"ბიზნესკონტაქტი" დაუკავშირდება თბილისის მერიას და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.



24.სექტემბერი.2018 12:08
12

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 11:06
159

WEG: რა წერია მსოფლიო ბანკის კვლევაში ჰესებთან დაკავშირებით

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 18:00
177

"თბილისის განვითარებით მოხარულები ვართ, თუმცა სხვა რეგიონებმაც უნდა გამოიყენონ პოტენციალი"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:37
82

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:20
92

"საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკას მხარს ვუჭერთ"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 16:11
180

"ჯორჯიან მანგანეზს“ პროდუქციის მიწოდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სურს

ვრცლად