მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია სასამართლოში ჩივის

5a37564548e84
BM.GE
18.12.17 10:00
2601
საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ უალკოჰოლო სასმელების მარკირების განმახორციელებელ კომპანია ,,სიქპას'' წინააღმდეგ ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას'' დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

როგორც მან ,,საქმის კურსთან'' განაცხადა, სასამართლოში სარჩელის შეტანის წინაპირობა დაუმარკავ პროდუქციაზე საჯარიმო სანქციების დაწესება გახდა. როგორც ბიზნესმენი განმარტავს, მარკირებული პროდუქციის შესახებ სახელმწიფოსა და მარკირების განმახორციელებელ კომპანია ,,სიქპას'' განსხვავებული მონაცემები აქვს, რაც სრულიად ალოგიკური საკითხია.

,,საჯარიმო სანქციები დაგვიწესეს პროდუქციაზე, რომელიც იყო დაუმარკავი ქსელში, რაც საერთოდ ჩემთვის მიუღებელია. იმიტომ რომ ის პროდუქცია სახელმწიფოს საგადასახადო სისტემაში უკვე იყო მოქცეული და დამარკვის სისტემასთან არ იყო. ჩვენ ვისთან ვართ ვალდებული დამარკვის ,,სიქპასთან'' თუ სახლემწიფოსთან? არალოგიკური თემაა. ევროპის ბევრ ქვეყანაში არ არის ასეთი სისტემა. რატომღაც ჩვენ ნოვატორები აღმოვჩნდით ამ მხრივ''-აცხადებს თემურ ჭყონია.

,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას'' სხვა უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან ერთად სარჩელი შტანილი აქვს ასევე საკონსტიტუციო სასმართლოშიც. კომპანიები მარკირების გადასახადის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.