მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია საპენსიო ფონდის მმართველების კომპეტენციით ინტერესდება

5b76ea10a2e17
თამუნა ქემერტელიძე
18.08.18 11:00
2162
„ამ ქვეყანაში სავალდებულო რაც არაა, ის არ სრულდება“, - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია კერძოდ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას.

მისი თქმით, დღეს ყველა კითხვას სვამს იმასთან დაკავშირებით, შემცირდება თუ არა კომპანიებში ხელფასები, მას შემდეგ, რაც 2+2+2 სისტემა ამოქმედდება, თუმცა მთავარ კითხვებზე პასუხები ამ დრომდე არავის მიუღია.

“მე პირადად, მაინტერესებს როგორ და ვის მიერ უნდა იმართოს ის ფონდი, სადაც ამ თანხების აკუმულირება მოხდება, ვინ არის ეს ადამიანი ან რა კომპეტენცია გააჩნია და უნდა მქონდეს თუ არა, მის მიმართ ნდობა“, - აცხადებს ჭყონია.

მისივე თქმით, შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თანხები შეიძლება სადმე დაიკარგოს, არასწორია.

ბიზნესმენის აზრით, 21-ე საუკუნეში უკვალოდ არფერი იკარგება, მით უფრო - ადამიანის დაგროვილი თანხები.

შეგახსენებთ: პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომელის მიხედვითაც, საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. კანონის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით: დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს. დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს. სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

საპენსიო ფონდში თანხის შეტანა 2019 წლიდან უნდა დაიწყოს.