მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: "ქართველები გვიან ვიღვიძებთ, ამიტომ Mcdonalds-ში საუზმის მენიუ ვერ შემაქვს"

5c3842acb49b1
თამუნა ქემერტელიძე
11.01.19 10:55
7545
„ქართველები გვიან ვიღვიძებთ, ამიტომ საუზმის მენიუ Mcdonalds-ში ვერ შემაქვს“, - ამბობს bm.ge-თან ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

მისი თქით, “12:00 საათზე უკვე საუზმის დრო გადასულია და ქსელში მსგავსი მენიუს დამატებას აზრი არ აქვს“.

“ევროპაში, ძირითადად, საუზმეს 08:00 საათზე ან უფრო ადრე იწყებენ; იქ Mcdonalds-ში მსგავსი მენიუ გამართლებულია, თუმცა ქართულ რეალობაში ჯერ ვერ გადმომაქვს, რადგან საქართველოში საუზმის დრო ლამის ევროპის ლანჩის დროს ემთხვევა“, - აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენი bm.ge-თან 2019 წლის გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოში “კოკა-კოლას” ახალი ქარხანა გაიხსნება;

„ამ დროისთვის დანადგარების დამონტაჟებას ველოდებით“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ: „კოკა-კოლას“ ახალი ქარხანა მუხრანის ველზე 18 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული და მის მშენებლობაში, დაახლოებით, 22 მილიონი ევროს ინვესტიციის ჩადება იგეგმება.