მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: მთავრობა იძულებული გახდა სესხებზე შეზღუდვები შემოეღო

5afedb8710658
სალომე მეცხვარიშვილი
21.05.18 09:30
1502
ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს აფასებს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პირებს სესხების აღებაზე შეზღუდვები დაუწესდათ. თემურ ჭყონიას შეფასებით, მთავრობა იძულებული გახდა აღნიშნული შეზღუდვები შემოეღო.

"რატომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება მთავრობამ უფრო ადრე? ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ხალხი გამოვიდა და ფული მთავრობას მოსთხოვა, რაც არასამართლიანია. მთავრობა რა შუაშია? შენ სახლი ჩადე, მოტყუვდი და მთავრობას სთხოვ?! თუმცა, სხვა გამოსავალი ამ ხალხს არ აქვს, ვიღაცას ხომ უნდა მიმართონ? ყველაზე ადვილი კი მთავრობისთვის მიმართვაა.

მთავრობა კი სულ საარჩევნო სისტემაშია, სულ არჩვენების ხმას ეძებს, პოლიტიკურ დებატებშია ოპოზიციასთან. სულ შიშშია, რომ ვაითუ ამ ხალხმა ხმა არ მისცეს და ასეთ გაუგებრობაში ვართ...",- აცხადებს ბიზნესმენი.