10.იანვარი.2019 16:10
ეკონომიკა

თემურ ჭყონია: „მამუკა ხაზარაძე ისტორიული ბიზნესმენია“

თემურ ჭყონია: „მამუკა ხაზარაძე ისტორიული ბიზნესმენია“
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასებით, „მამუკა ხაზარაძე ისტორიული ბიზნესმენია და ამ თემაზე ასე ხელაღებით საუბარი არ შეიძლება“.

ასე ეხმაურება bm.ge-თან ინტერვიუში ჭყონია „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, „ხაზარაძემ ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, 90 -იან წლებში შექმნა საბანკო სისტემა და ასეთ ადამიანს დღეს ერთი ხელის მოსმით წყალში უყრიან ყველაფერს“.

ბიზნესმენის აზრით, არასწორი და უსამართლო დამოკიდებულებაა, როდესაც მამუკა ხაზარაძის მსგავს ბიზნესმენს ისეთი ეპითეტებით იხსენიებენ, რომელსაც არ იმსახურებს.

“საქართველო პატარა ქვეყანაა; ეს ქვეყნის იმიჯი უფროა, ვიდრე - ბანკის იმიჯი. მამუკა ხაზრაძე თავის სიმართლეს დაატკიცებს, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი კალიბრის ბიზნესმენის მიმართ მსგავსი მესიჯები, არ უნდა წავიდეს. გადახედეთ, რამხელა დამსახურება აქვს მას ქართული ბიზნესის ისტორიაში”, - აცხადებს ჭყონია.

მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ თემა ზოგს პოლიტიკურ კონტექსტში გადაჰყავს, ზოგს მტრული დამოკიდებულება აქვს, ზოგიც გაბრაზებულია, მაგრამ მსგავსი “სკანდალური” განცხადებები, საბოლოო ჯამში, არა - ერთ კონკრეტულ ბიზნესმესს, არამედ ქვეყნის იმიჯს ურტყამს.

შეგახსენებთ, პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

„საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ ოფიციალური განცახდების გავრცელებამდე, საქმეს თავად „თიბისი ბანკი“ გამოეხმაურა ასევე საჯარო განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, ბანკის მენეჯმენტი კატეგორიულად უარყოფს „ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს“.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

· არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;
· არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
· ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე



18.იანვარი.2019 21:07
98

ბათუმის საკრებულოში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

ვრცლად
18.იანვარი.2019 21:00
187

აკაკი ცომაია: პრემიერმა TBC ბანკის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, იცრუა

ვრცლად
18.იანვარი.2019 20:17
197

გიორგი კეპულაძე: მამუკა ხაზარაძის TBC-ისგან განცალკევებით განხილვა ვერ მოხდება

ვრცლად
18.იანვარი.2019 19:25
149

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის დამპროექტებელი კომპანია კონკურსით შეირჩევა

ვრცლად
18.იანვარი.2019 18:55
475

მაჭავარიანი-აქციზზე: ხომ მოგწონთ EU-ში უვიზოდ სიარული - ვალდებულებას შესრულება უნდა

ვრცლად
18.იანვარი.2019 18:28
121

ლუდის ბაზარი დღეს იმაზე მცირეა, ვიდრე 2014 წელს იყო

ვრცლად