მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: "კოკა-კოკალას" საერთაშორისო ქსელში ქართული წყალი ჩაეშვება"

5b744ae277d18
თელარა გელანტია
16.08.18 10:00
4588
„კოკა-კოკალას“ საერთაშორისო ქსელში ქართული წყალი ჩაეშვება“, - ამის შესახებ bm.ge-ის ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, წყლების ჩამოსხმა მას შემდეგ დაიწყება, რაც მუხრანში “კოკა-კოლას“ ახალის ქარხნის მშენებლობა დასრულდება.

ბიზნესმენის ინფორმაციითვე, ქარხნის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება, ხოლო თბილისიდან დანადგარების გადატანას კი 4-5 თვე დასჭირდება და სრული დატვირთვით ქარხანა მომავალი წლის აპრილის ბოლოს ამუშავდება.

“მას შემდეგ, რაც მუხრანში სამშენებელო სამუშაობი დასრულდება, დავიწყებთ წყლის ჩამოსხმას და მივაწვდით იმ ქვეყნებს, კონკრეტულად კი ქარხნებს, სადაც „კოკა-კოლას“ თავის წარმომადგენლობა აქვს; ეს იქნება „კოკა-კოლას“ ბრენდის ქვეშ ჩამოსხმული წყალი. ჩვენ არ შევდივართ დისტრიბუციაში, ჩვენ უბრალოდ მივაწვდით იმ ქვეყნებს, სადაც „კოკა-კოლას“ თავისი წარმომადგენელობა აქვს”, - აცხადებს ჭყონია.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოს მასშტაბით წყლის მოხმარება გაზრდილია და თუ სტატიტიკას გადავხედავთ ყველაზე მეტს სასამელებს შორის მოქალაქეები წყალს მოიხმარენ.