მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: ან ავტორიტეტი არ მაქვს, ან ძროხები უყვართ ძალიან

59e5c09e8adc5
სალომე მეცხვარიშვილი
17.10.17 12:40
8857
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, საქართველომ უფრო მაღალშემოსავლიანი ტურისტები უნდა მოიზიდოს. მისი თქმით, საქართველოში 6 მილიონი ტურისტი შემოვიდა, თუმცა, მათ ქვეყანაში 2 მილიარდი დახარჯეს, რაც დაბალი მაჩვენებელია.

"6 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა წელს და 2 მილიარდი დახარჯეს. 6 მილიონი ცოტა არ არის, მაგრამ 2 მილიარდი ცოტაა. ექვსმა მილიონმა უნდა დახარჯოს ექვსმა მილიარდი. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ძვირი სერვისი და მაღალი ხარისხი. ეს არ არის საბითუმო ვაჭრობა, ჩვენ უნდა გავზარდოთ ტურისტების ხარისხი. უნდა ჩამოვიდნენ ის ტურისტები, რომლებიც აქ ჩამოდიან არა იმის გამო, რომ იაფია, არამედ იმიტომ, რომ აქ არის მაღალი დონის მომსახურება, მაღალი დონის ტურიზმი, მაგრამ, სამწუხაროდ, სანამ აქ ჩამოვლენ ძროხები შეხვდებიან გზაგზე. მთელი უბედურება ეს არის. მე სულ ამაზე ვლაპარაკობ და მაინც ვერ მოვიგე. ეტყობა, ან ავტორიტეტი არ მაქვს, ან ძროხები უყვართ ძალიან",- აცხადებს ჭყონია.