მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თელეთის სენე" აგროკომპლექსად ყალიბდება

5adad78b2d75b
მაია ბიწაძე
21.04.18 13:20
1535
"ტურისტების მხრიდან იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, რომ სპონტანურად დავიწყეთ მათი მიღება“ , ამის შესახებ Bm.ge-ს ,,თელეთი სენეს“ ერთერთმა დამფუძნებელმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ განუცხადა. კომპანიის კუთვნილი რძის გადამამუშავებელი საწარმო გარდაბანში მდებარეობს და რამდენიმე დასახელების ყველს აწარმოებს, რომლითაც ტურისტებს უმასპინძლდებიან.

“ვემზადებით ტურისტული სეზონისთვის და აგროკომპლექსად ვყალიბდებით, გაკეთდა ძალიან საინტერესო მარანი, სადაც ტურისტებს ყველის დეგუსტაციას ღვინოსთან ერთად ვთავაზობთ, რადგან ღვინო და ყველი განუყოფელია. გავაკეთეთ, შოურუმი, მაღაზია და თონე, შარშან ჯერ კიდევ არ ვიყავით ამუშავებული, როდესაც ტურისტები მოდიოდნენ და გვთხოვდნენ, რომ მიგვეღო. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა რუსთის, უკრაინის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. ძალიან ბევრი გადაცემა გაკეთდა რუსულ არხებზე.

უკვე ავაშენეთ სასტუმრო, რომელიც 12- ნომრიანი იქნება, შენობა დასრულებულია, შიდა სამუშაოებია ჩასატარებელი, მის პირველ სართულზე გვექნება სკოლა, სადაც ყველის დამზადების ტექნოლოგიას ვასწავლით, ხოლო მეორე სართულზე იქნება კომპუსი, ანუ სასტუმრო-სტუდქალაქი.

ასვე ავაშენეთ ჩვენი ღვინის მინიქარხანა - გვაქვს მუჯურეთული და ალექსანდროული რაჭაში და ვაპირებთ, რომ ჩვენი ღვინო ჩამოვასხათ, მოიტანა ეს ყველაფერი მიმდინარე პროცესებმა, იმდენად დიდია სურვილი ტურისტების, რომ საჭიროა უკვე გქონდეს საკუთარი წარმოება.

ჯერ არ ვაპირებდით ასეთი ინტესივობით ტურისტების მიღებას, პაკეტებიც კი სახელდახელოდ შევქმენით, გვაქვს ოთხი ტიპის პაკეტი, რომელთა ფასიც 25 დან 70 ლარამდეა, ის მოიცავს ყველის დეგუსტაციას ღვინოსთან ერთად, ლექციას და ყველის მასტერკლასს, 70 ლარიანი პაკეტში კი სადილიც შედის. ვათვალიერებინებთ ყველის საცავებს, სპეციალური მინიდან, რაც ძალიან აინტერესებთ.

ზაფხულში შევძლებთ, შეუზღუდავი რაოდენობის ტურისტის მიღებას, რადგან ძალიან დიდი ეზო გვაქვს, ხოლო ზამთარში მარანში ერთდროულად 30 ადამიანის გამასპინძლება შეგვიძლია“ - განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

,,თელეთი სენეს“ კუთვნილი აგროკომპლექსი გასულ წელს, 1,7 მილიონი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, საიდანაც ნაწილი ,,ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში მიიღეს.