მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავში წვენებისა და დამატკბობლების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

5b0bc2d091638
BM.GE
28.05.18 12:48
756
თელავში წვენებისა და დამატკბობლების მწარმოებელი ქარხანა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდება. ინფორმაციას ქონების მართვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საწარმოს ასაშენებლად შპს „ნატვიტს“ თელავში, სადგურის ქუჩის შესახვევში მდებარე 7662 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა.

ახალ საწარმოში 100% ნატურალური ყურძნისგან დამზადებული წვენის წარმოება მოხდება, ხოლო ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩაიბარებენ, რაც ხელს შეუწყობს რთველის პერიოდში მოსახლეობისთვის მუდმივი შემოსავლის გაჩენას.

ინვესტიციის მოცულობა 400 ათასამდე ლარია, ადგილზე 40 ადამიანი დასაქმდება.