მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებელობა მიმდინარეობს

5bf3cb442719a
BM.GE
20.11.18 12:51
486
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე ირაკლი შიოშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

“პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ გამწმენდი ნაგებობა თელავში აქამდე არ არსებობდა, რაც გადაუჭრელი პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ფეკალური მასები ღიად მიედინებოდა და ჩადიოდა მდინარე ალაზანში. პროექტის განხორციელება ამ პრობლემას სრულად აღმოფხვრის“, - განმარტავენ უწყებაში.