მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის უნივერსიტეტში ნიადაგის კვლევის ლაბორატორია გაიხსნა

56d040b2679bc
BM.GE
26.02.16 16:09
1850
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, თელავის უნივერსიტეტში ნიადაგის კვლევის ლაბორატორია გაიხსნა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობილი ლაბორატორია შიდა კახეთის (თელავის რაიონის) ნიადაგების ქიმიური შემადგენლობის კვლევას განახორციელებს და სხვადასხვა ტიპის ნიადაგებისთვის განსაზღვრავს სასუქის სახეობას და საკვები ელემენტების ზღვრულ ნორმებს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავეებს.უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორია, კვლევების ჩატარების შემდგომ, ფერმერებს კონსულაციებსაც გაუწევს.
 
თელავის უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ ლაბორატორიაში ნიადაგის კვლევის პრაქტიკული სამუშაოები თავად აწარმოონ.

პროექტი თელავის უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერ - თანამშრომლების მიერ ხორციელდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის არსებობა მნიშვნელოვანია, როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.