მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თედ ჯონასი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა ირაკლი ღარიბაშვილის ზრდას არ მიყვებოდა

567d2ff35f667
BM.GE
25.12.15 15:49
1514
"საქართველოს ეკონომიკური ზრდა ირაკლი ღარიბაშვილის ზრდას არ მიყვებოდა", - აცხადებს DLa Piper-ის პარტნიორი თედ ჯონასი, "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. ჯონასი განმარტავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, საქართველოს ეკონომიკა კი ამ ზრდას არ მიყვებოდა. მისივე თქმით, ღარიბაშვილის მიერ პოსტის დატოვება მათთვის მოულოდნელი მოვლენა იყო.
 
"ამ მოვლენებზე დრამატულ რეაქციას ვერ ვხედავ. შესაძლოა ბიზნეს წრეებში პოზიტიური გამოხმაურებაც მოჰყვეს. მე არ ვაკრიტიკებ ღარიბაშვილს, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ უკანასკნელ პერიოდში იგი სერიოზულად გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკის ზრდა, რა თქმა უნდა, არ მიყვებოდა მის ზრდას. მის მიერ შესრულებული მოვალეობის ხარისხი გაიზარდა.

ვისაც ასახელებენ ეს გახლავთ ეკონომიკური გუნდის სამი წარმომადგენელი: კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი და გახარია. გიორგი გახარიას პირადად ვიცნობ და ვაფასებ. დარწმუნებულლი ვარ, რომ ბიზნეს წრეებშიც იგივე აღქმა დომინირებს. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ქუმსიშვილს შევხვედრილვარ და მჯერა, რომ მას საქმე ერთგულად მიჰყავს. ბიზნეს წრეებში გიროგი კვირიკაშვილს საკმაოდ პოზიტიურად უყურებენ. სამივეს დადებითად აფასებენ, კომპეტენტური მინისტრები იქნებიან. გახარია ბიზნესისთვის, როგორც მოკავშირე ისეა აღქმული. იგი ბიზნესმენებს ეხმარებოდა პირადი პრობლემების მოგვარებაში", - განაცხადა თედ ჯონასმა.