მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში წლის ბოლომდე "ბოთლიყლაპია აპარატები" გამოჩნდება

5b7296f368fa0
თამუნა ქემერტელიძე
14.08.18 12:45
31042
თბილისში „ბოთლიყლაპია აპარატები“ წლის ბოლომდე დაიდგმება, - ამის შესახებ bm.ge-iს თბილისის მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, ამ დროისთვის პროექტის ავტორ კუკური ბარამიძესთან ერთად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც ბარამიძე Bm.ge-თან აცხადებს, აპარატები პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის ერთგვარი ბანკომატი იქნება, რომლიდანაც მოქალაქეებს ფულის მიღების შესაძლებლობა ექნება.

“თუ მაგალითად, კოკა-კოლა 2.00 თეთრი ღირს, თქვენ მასში 2.20 თეთრის გადახდა მოგიწევთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასმელზე ფასი გაგეზარდათ. სხვაობას ანუ 20 თეთრს თქვენ უკან დაიბრუნებთ “ბოთლიყლაპია აპარატების” მეშვეობით”, -აცხადებს ბარამიძე.

მისივე თქმით, ბოთლის ჩაბარების ღირებულება განსაზღვრული იქნება იმ ფასით, რა ფასიც ყველა მყიდველს მოემატება სასმელებზე.

“თუ მყიდველს არ სურს (მაგ. 20 თეთრი) დაკარგოს მომატებული თანხა, მაშინ თავად ჩააბარებს ბოთლს ან გაჭირვებული ისარგებლებს ამ თანხით და მინიმუმ საკვების ფულის შოვნას შეძლებს”, - აცხადებს იდეის ავტორი.

ამასან, როგორც ბარამიძე ამბობს, პირველ ეპატზე აპარატები მხოლოდ პლასტმასის ბოთლებს ჩაიბარებს, თუმცა მოგვიანებით მუშაობა მინის ბოთლების აპარატებზეც დაიწყება.

რაც შეეხება, განთავსების ადგილებს, „ბოთლიყლაპია აპარატები“ ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ კი, საქართველოს სხვა რეგიონებში დაიდგმება.

შეგახსენებთ: „ბოთლიყლაპია აპარატების“ პროექტი “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში ხორციელდება. დედაქალაქის მერიაში, ამ დროისთვის, 11 იდეის განხილვა მიმდინარებს.