მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში სხივური მედიცინის ცენტრი გაიხსნა

593ab4cee4218
BM.GE
09.06.17 18:45
2641
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უცხოური ინვესტიციით შექმნილი სხივური მედიცინის ცენტრის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. მან დაათვალიერა უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა, რომელსაც ერთდროულად 150-მდე პაციენტის მომსახურება შეუძლია. ჰოსპიტალის საინვესტიციო ღირებულება 25 მლნ ლარია. კლინიკაში 30 ადამიანი დასაქმდება. ცენტრში დანერგილი აპარატურა საშუალებას იძლევა, ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მაღალეფექტური მკურნალობა.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საზღვარგარეთის კლინიკებში აღნიშნული მომსახურებით საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. „დღეიდან შესაძლებელია, რომ ეს მომსახურება მათ გაეწიოთ ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ახლადგახსნილი კლინიკა საქართველოში ახალი სამუშაო ადგილებისა და დამატებული ღირებულების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

კლინიკის გახსნას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.