მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

5950f2625169d
BM.GE
26.06.17 15:37
978
3 ივლისს, 10:00-ზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ყაზახეთის ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს ორგანიზებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სს „ყაზახ-ინვესტი“ და ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და განვითარების სამინისტრო უწევენ.

ღონისძიებას ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში- ერმუხამეტ ერტისბაევი გახსნის. პირველ ნაწილში გაკეთდება ყაზახური კომპანიების პრეზენტაციები, ღონისძიების მეორე ნაწილში კი ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორს საშუალება ექნება სექტორების მიხედვით ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები გამართოს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან ისაუბროს.

ყაზახურ ბიზნეს-დელეგაციაში რამდენიმე სექტორია წარმოდგენილი: საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები, საინჟინრო სექტორი, ფარმაცევტიკა, მეტალურგია, შეფუთვა და ქიმწმენდა. დელეგაციის შემადგენლობაში 20-მდე ყაზახური კომპანიაა წარმოდგენილი. ამ დროისთვის ფორუმზე დასწრებისა და ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 40-მდე ქართულმა კომპანიამ გამოთქვა.

საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მსურველ ქართულ კომპანიებს 29 ივნისამდე საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზე: www.gcci.ge