მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საქართველო- მოლდოვას ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

590082c1be46c
BM.GE
26.04.17 15:20
909
საქართველოს მოლდოვას რესპუბლიკის ბიზნეს-დელეგაცია ეწვევა, რომელსაც მოლდოვას რესპუბლიკის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი - ვასილე ბიტკა უხელმძღვანელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში 10 მოლდოვური კომპანიის წარმომადგენლები არიან, რომელთა მიზანიც საქართველოს ბიზნეს-სექტორთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაა.

2017 წლის 27 აპრილს, 10:00 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში, გაიმართება საქართველო-მოლდოვას ბიზნეს ფორუმი, სადაც კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

მოლდოვას ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: სასოფლო-სამეურნეო სფერო; კონსალტინგი; ტექსტილი; ინფორმაციული ტექნოლოგიები; ტურიზმი; სამშენებლო კონსტრუქციები და სხვ.

ბიზნეს-ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მოლდოვას რესპუბლიკის ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს (MIEPO) ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ღონისძიებაზე სიტყვით მოლდოვას რესპუბლიკის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე- გიორგი ჩერქეზიშვილი გამოვლენ. ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის ორმხრივი შეხვედრების გამართვამდე ფორუმის ფარგლებში წარმოადგენილი იქნება მოლდოვას თავისუფალი ეკონომიკური ზონა “BALTI”-ის, მოლდოვას რესპუბლიკის ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის ორგანიზაციისა (MIEPO) და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს პრეზენტაციები. მხარეები ღონისძიების მონაწილეებს ორი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს წარუდგენენ. ქართული მხრიდან მოლდოველი ბიზნეს-პარტნიორის მოძიების მიზნით B2B შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 40-მდე კომპანიამ გამოთქვა.