09.თებერვალი.2016 15:27
ბიზნესი

თბილისში სამი კლინიკის სრული რეაბილიტაცია მოხდება

თბილისში სამი კლინიკის სრული რეაბილიტაცია მოხდება
კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
 
პროექტის ფარგლებში, სამი კლინიკის "თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს", ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სს "უნივერსალურ სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია მოხდება. ეს იქნება კერძო და საჯარო თანამშრომლობის პირველი ერთობლივი პროექტი. PPP ფორმატის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.

"სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შემოიტანა, რომელთაგანაც გამარჯვების პრეტენდენტი ალფამედიკის კონსორციუმი გახდა.

კომპანიამ წარმოადგინა კლინიკების განვითარების საკუთარი კონცეფცია, რომელიც 36 თვეზეა გაწერილი და სამი კლინიკის რეკონსტრუქციასა და აღჭურვას მოიცავს.

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ბავშვთა ინფექციურისა და ონკოლოგიური ცენტრის ნაწილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსდება. სამუშაობის დასრულების შემდეგ კი რეაბილიტირებულ შენობებში დაბრუნდება.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და შეიმუშაოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიული ქსელი", - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.



15.ივლისი.2018 15:39
95

"ნიკორამ'' საწესდებო კაპიტალი $3.25 მილიონით შეამცირა

ვრცლად
14.ივლისი.2018 16:00
122

საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 17:35
211

"ალდაგის'' შვილობილი კომპანია "პრემიუმ რეზიდენსი" ტექდათვალიერების ბიზნესში შედის

ვრცლად
01.ივლისი.2018 20:58
343

“ET CETERA” ახალ ალკოჰოლურ სასმელს ამატებს

ვრცლად
01.ივლისი.2018 17:05
216

“Handy” ქართულ ბაზარს ხის სათვალეებსაც შესთავაზებს

ვრცლად
01.ივლისი.2018 16:20
909

AlterSocks-მა მათი პროდუქციის დიზაინის უკანონოდ გამოყენების საქმე მოიგო

ვრცლად