10.მარტი.2016 17:05
ბიზნესი

თბილისში რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართა

თბილისში რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართა
თბილისში რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართა. კონგრესის მთავარი თემა საქართველოს რძის სექტორის, სურსათის უვნებლობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება იყო. ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით ჩატარდა.
 
კონგრესს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რძის მრეწველობის განვითარება სოფლის მეურნების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ნოდარ კერესელიძემ ისაუბრა სამინისტროს მიერ შემუშავებულ რძის ტექნიკურ რეგლამენტზე და მის ეფექტიანობაზე, ასევე დარგში ინვესტიციების მოზიდვის, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა კონგრესის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დარგის განვითარებას.

კონგრესზე საუბარი შეეხო თანამედროვე ტექნოლოგიების, მეურნეობის მართვის პრაქტიკის, ცხოველთა კვებისა და მათთვის საჭირო გარემო პირობების შექმნის, რძის ჰიგიენის საკითხებს, რომლებიც რძის ბიზნესში ჩართულმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ. ეს ხელს შეუწყობს გაიზარდოს რძის პროდუქტიულობა და ხარისხის.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორის კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვენერას განცხადებით, EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოში რძის სექტორის განვითარებას, როგორც რძის პროდუქტების ხარისხის განვითარების, ისე ექსპორტის მაჩვენებლის ზრდის ნაწილში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მსგავსი ტიპის ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

"სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა აუცილებელია არა მხოლოდ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების, არამედ ქვეყანაში არსებული ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით", - აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.

უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის, ანდრი დიკუნის განცხადებით, ქვეყანაში რძის სექტორის განვითარებისთვის, პირველ რიგში აუცილებელია პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. პირველ რიგში ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ტექნოლოგიების განვითარების, ფერმერების განათლების დონისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. როგორც ანდრი დიკუნმა აღნიშნა, უკრაინელი სპეციალისტები მზად არიან ქართველ მეწარმეებს და ფერმერებს დარგობრივი მიმართულებებიტ გამოცდილება გაუზიარონ.

თბილისში გამართულ რძის პირველ ეროვნულ კონგრესს რძის სექტორის ექსპერტები, მწარმოებლები, ფერმერები, მასალებისა და ტექნიკური დანადგარების მომწოდებლები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



21.ნოემბერი.2018 18:28
126

"საქართველოს თაიგულს" იჯარით აღებული ჩაის პლანტაციის ნაწილი ჩამოართვეს

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 14:58
179

რატომ ფერხდება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მოწყობა?

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 17:43
135

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:00
1010

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1208

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
105

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად