მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ნაყინის ახალი ბრენდი Rolling Rolls გამოჩნდა

594fb72d0babb
BM.GE
25.06.17 18:16
3645
თბილისში ნაყინის ახალი ბრენდი Rolling Rolls გამოჩნდა. კომპანია ხილისა და ნაყინის სხვადასხვა სახეობისგან ნაყინის როლებს აკეთებს.

Rolling Rolls სულ ერთი თვის წინ გაიხსნა. ამჟამად სანაყინე მხოლოდ ერთი ობიექტით არის წარმოდგენილი, თუმცა, როგორც "საქმის კურსს" კომპანიაში განუცხადეს, სამომავლოდ გაფართოებას აპირებენ. ამ ეტაპზე კომპანიაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც თავად ამბობენ, ნაყინის როლების წარმოების გადაწყვეტილება სპონტანურად, რამდენიმე თვით ადრე მიიღეს.

"კარგად აგებულმა ბიზნეს გეგმამ, მოგვცა საშუალება, არ გავცდენილიყავით წინასწარ დაგეგმილ ბიუჯეტის ფარგლებს",- აცხადებენ კომპნიაში, თუმცა, ინვესტიციის მოცულობას არ ასახელებენ.

Rolling Rolls-ში ამბობენ, რომ პროდუქტისადმი ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, რასაც გაყიდვების მაჩვენებელი, ერთგულ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და "ფეისბუკ" გვერდზე ასახული პოზიტიური გამოხმაურებები მოწმობს.

"ასევე, პოზიტიურ ფაქტორად შეგვიძლია ჩავთვალოთ კონკურენტთა გამძაფრებული ინტერესი და ჩვენს ფეისბუკ გვერდზე ასახული "ობიექტური" შეფასებები, რაც, წარმატების თანმხლები პროცესია",- აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, ამ ეტაპზე დამაბრკოლებელი ფაქტორი მათ არ შეხვედრიათ დასაქართველოში არსებობს დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები, როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო სექტორის მხრიდან.

ნაყინის როლი სხვადასხვა ინგრედიენტებისგან შედგება - თავიდან მოხმარებელი ირჩევს ნაყინს, შემდეგ ცოცხალ ხილს და ტოპინგს.