მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში კინოკოლეჯი გაიხსნება

594d1088ec3eb
BM.GE
23.06.17 16:55
984
27 ივნისიდან კინოინდუსტრიის სფეროში ახალი სასწავლო ცენტრი - თბილისის კინოკოლეჯი გაიხსნება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება კინოწარმოების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამას დაეუფლოს და გაიღრმავოს ცოდნა ტელევიზიის, კინოს, რეკლამის, მუსიკისა თუ ინტერნეტ ვიდეორგოლების მომზადების კუთხით.

პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ აქტიურად უჭერს მხარს TBILISI CINEMA COLLEGE-ს, რომლის ძირითად მიზანს კინოინდუსტრიის სფეროში საშუალო რგოლის პროფესიონალების მომზადება წარმოადგენს სხვადასხვა სასწავლო კურსის მეშვეობით. აღნიშნული კურსები, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება, მაღალი რანგის მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი ლექტორები სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და პრაქტიკულ დავალებებსაც მისცემენ.

მოცემული ეტაპისთვის არსებული სასწავლო პროგრამა ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სამხატვრო მიმართულებებს მოიცავს, რომლებსაც წამყვანი ადგილობრივი და ევროპელი სპეციალისტები გაუძღვებიან. ადმინისტრაციულ ფაკულტეტს პროდიუსერი Miroslav Mogorovic, ტექნიკურ ფაკულტეტს ფოტოხელოვანი Serge Roman, ხოლო ხელოვნების მიმართულებას ე. წ. „წარმოების დიზაინერი“ Piotr Wyrzykowski უხელმძღვანელებს.

რომ 27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისის კინოკოლეჯის გახსნის ცერემონიალისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება კინოწარმოების ინტენსიური კურსი. კერძოდ, 27 ივნისს „ფაბრიკა თბილისში“ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-ს ჩათვლით, საშუალება ექნება დაესწროს კინოკოლეჯის პირველ ღია ღონისძიებას და გაეცნოს პროგრამის დეტალებსა და პირობებს. შემდგომი ტრენინგები კი უკვე ფასიანი იქნება და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ პავილიონში გადაინაცვლებს.