მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში "ღიმილის კედელი" მოეწყობა

5c0e917d11984
თამუნა ქემერტელიძე
10.12.18 20:15
1408
თბილისში „ღიმილის კედელი“ მოეწყობა, - ამის შესახებ Bm.ge-ის ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციიდან აცნობეს.

მათი თქმით, „ღიმილის კედელს“ ადმინისტრაცია დედაქალაქში ტურისტულად დატვირთულ ადგილებში მოაწყობს და ის პროექტის “კეთილი განწყობით“ ფარგლებში განხორციელდება.

“კედელზე გაიკვრება, როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ფოტოები, ასევე იმ ადამიანების ფოტოები, ვინც ფეისბუქ-გვერდის გამოწვევის კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას”, -აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

მათივე თქმით, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ავტობუსის გაჩერებებზე ინოვაციური AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიის მონიტორების დამონტაჟება, რომელზეც გამოსახული იქნება მომსახურების სფეროს წარმომადგენლების პორტრეტები, რომლებიც მოღუშული სახით გვიმზერენ. პორტრეტი გაიღიმებს მაშინ, როდესაც კამერის წინ მდგომი გამვლელი თავდაპირველად მას გაუღიმებს.

შეგახსენებთ: პროექტის „კეთილი განწყობით“ პრეზენტაცია დღეს გაიმართა და მის ფარგლებში მომსახურების ხარისხის განვითარების მასტიმულირებელი რამდენიმე მარკეტინგული კამპანიის განხორციელებაა დაგეგმილი.