მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში გარე ვაჭრობის წინააღმდეგ დაწყებული ღონისძიებები ორი კვირაში დასრულდება

59007c6e5b542
თათია ჩაფიჩაძე
26.04.17 15:10
1815
თბილისში გარე ვაჭრობის წინააღმდეგ დაწყებული ღონისძიებები ორი კვირის ვადაში დასრულდება. როგორც "საქმიან დილას“ მერიიდან აცნობეს, მომდევნო დღეების განმავლობაში გარე ვაჭრობა მეტრო სამგორის და მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალება, მაისის შუა რიცხვებამდე კი კანონგარეშედ მოწყობილი ბაზრობებისგან თბილისის ქუჩები სრულად გაიწმინდება.

მერიაში აცხადებენ, რომ პროცესი შედარებით მსხვილი ბაზრობებისსგან ქუჩების გაწმენდის შემდეგაც გაგრძელდება და ის ყველა უბანში მდებარე მოწყობილი პატარ-პატარა სავაჭრო დახლების აღებით დასრულდება.

"ახმეტელის მეტროს შემდეგ იგივე ღონისძიებები გატარდება სამგორის მეტროსა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე, საერთო ჯამში კი გარე ვაჭრობის წინააღმდეგ დაწყებული ღონისძიებები ორ კვირაში დასრულდება. აღნიშნულ ტერიტორიებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ქვედანაყოფები დაასუფათავებენ და კვერებს გააკეთებენ.

ღონისძიებები დაიწყო იმიტომ, რომ ქალაქში გადადგილება უკვე შეუძლებელია. გარდა ამისა ანტისანიტარულ პირობებში ხდება ისეთი პროდუქტების გაყიდვა, როგორიც არის ხორცი და რძის პროდუქტები", - განაცხადა მერის მოადგილემ გიგა ნიკოლიშვილმა.

ამ დროისთვის გარევაჭრობა თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე უკვე აიკრძალა. პროცესი 19 მარტს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. დღემდე კი მერიის ზედამხვედველობის სამსახურის წარმომაგდენლებმა გარევაჭრობისთვის საჭირო კონსტრუქციები ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის ქუჩაზე, წერეთელის გამზირის, დელისისა და ვაგზლის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე დაშალეს. გუშინ დილიდან მუშაობა მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიზე მოვაჭრეებსაც აეკრძალათ.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, ჯამურად ზემოთჩამოთვლილ გაწმენდილ ტერიტორიებზე 750-დან 800 ადამიანამდე ვაჭრობდა. დედაქალაქის მთავრობის მიერ ბაზრობების ასოციაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ მათ შეღავათიანი პირობებით თბილისში მოქმედ ბაზრობებზე ადგილებს დაუთმობენ. თუმცა როგორც მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, მათთვის დახურულ ბაზრობებზე შესვლა მიუღებელია.