25.აპრილი.2016 13:57
საზოგადოება

თბილისში ავტობუსის 700 ახალი თანამედროვე მოსაცდელი დამონტაჟდება

თბილისში ავტობუსის 700 ახალი თანამედროვე მოსაცდელი დამონტაჟდება
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე აუქციონში გამარჯვებული კომპანიის - "ალმა-ტრანსპორტის“ ხელმძღვანელს გიორგი ტრაპაიძეს შეხვდა. კომპანია „ალმა-ტრანსპორტი“ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის 700 ახალ მოსაცდელ კონსტრუქციას განათავსებს.
 
თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების მიზნით 700 ადგილი შეარჩია. მიწის იჯარით გაცემის შესახებ აუქციონი მიმდინარე წლის 25 მარტს გამოცხადდა და 4 აპრილს დასრულდა. აუქციონში გამარჯვებული კომპანია "ალმა-ტრანსპორტი“ მოსაცდელების მონტაჟს 40 დღეში დაიწყებს და 2017 წლის მაისამდე დაასრულებს.

ავტობუსების მოსაცდელების ნაწილი ლედ ეკრანებით აღიჭურვება.

მიწის ნაკვეთები 20 წლიანი იჯარის უფლებით აუქციონის ფორმით გაიცემა. იჯარის საზღაური თვეში 1 კვ.მ-ზე 7 ლარით განისაზღვრა.

გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსის მოსაცდელების განთავსებისთვის არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონის პირობების თანახმად, დაახლოებით 1,3 მეტრი სიგანის და 3-დან 5 მეტრამდე სიგრძის საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.



16.ნოემბერი.2018 18:19
123

"ჰაიდელბერგცემენტის" ქარხნის მოდერნიზაცია სრულდება

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:46
72

გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:02
82

სოკარის პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 16:58
72

საიუბილეო შეთავაზებები ავეჯის სალონი ფორუმისგან

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 16:34
184

EBRD-მა ბათუმის მერიას 5.5 მილიონი ევროს სესხი გამოუყო

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:27
58

სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

ვრცლად