05.მაისი.2016 15:34
ბიზნესი

თბილისს არაბ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვია

თბილისს არაბ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვია
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება არაბ ბიზნესმენთა დელეგაცია. მათი ვიზიტის მიზანს ადგილობრივი საინვესტიციო გარემოსა და ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით კონკრეტული პროექტების გაცნობა წარმოადგენს.
 
დელეგაციაში არიან საერთაშორისო ღონისძიების "ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის" (Annual Investment Meetin) პრეზიდენტი დავუდ ალ შეზავი (Dawood Al-Shezawi), მსხვილი არაბული კომპანიების Al Nakheel properties მმართველი დირექტორი აბდულრაჰმან ალ შეზავი (Abdulrahman al Shezawi) და Alliance international investment-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ამინ ჰასსანი (Amin hassan). ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო ფონდებთან და უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე კერძო კომპანიებთან. ასევე 7 მაისს იგეგმება ვიზიტი ბათუმში, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნობიან აჭარის ტურისტულ პოტენციალს და საინვესტიციო შესაძლებლობებს.



16.თებერვალი.2019 11:20
1716

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
124

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2196

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
113

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
963

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
839

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად