მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისობა 7-8 ოქტომბერს გაიმართება

5993f103ec6f4
BM.GE
16.08.17 11:11
1066
"თბილისობა 2017" 7-8 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დღესასწაული წელსაც მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს, მთავარი ლოკაციები კი "ახალი ტფილისი", რიყე და ლეღვთახევი იქნება.

უწყების ცნობით, "თბილისობა 2017"-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ.

"თბილისობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში უკვე შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს.

ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 8 სექტემბრამდე მიიღება, რის შემდეგაც, სახალხო დღესასწაულამდე 1 თვით ადრე, წინამოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა.

დაინტერესებულ პირებს განაცხადების შემოტანა თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე შეუძლიათ”,- ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.