მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ახალ ლოჯისტიკურ ცენტრს აშენებს

5b7976e488c20
თამუნა ქემერტელიძე
19.08.18 17:53
1470
თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ახალ ლოჯისტიკურ ცენტრს აშენებს.

როგორც bm.ge-ის თბილისის თიზ-ის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა, ლოჯისტიკური ცენტრი 3 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება და მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

რაც შეეხება თიზ-ით დაინტერესებულ კომპანიებს, ტაბიძის თქმით, ამ დროისთვის თიზ-მა წინასწარი ხელშეკრულებები გააფორმა 3 ახალ კომპანიასთან, რომლებიც ოპერირებას თბილისში ახალი ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყებენ.

„ეს იქნება 2 ახალი ფარმაცევტული კომპანია და ერთი გადამზიდავი კომპანია. ფარმაცევტული კომპანიებიდან ერთი უკრაინულია და მეორე - აზერბაიჯანული. არც ერთი მათაგანი პროდუქციის რეალიზაციას თბილისი არ გეგმავს; წარმოების სრული ციკლი აქ არ მოხდება - რაღაც დონეზე მომზადდება უკრიანაში ან აზერბაიჯანში და ამის შემდეგ შემოვა საქართველოში და კვლავ აღნიშნულ ქვეყნებში გავა”, - აცხადებს ტაბიძე.

მისივე თქმით, თბილისის თიზ-ით დაინტერესება მას შემდეგ გაიზრდება, რაც ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა დასრულდება და მენეჯმენტს შესაძლებლობა მიეცემა, თითოეულ დაინტერესებულ კომპანიას ახალ ცენტრში 300 კვადრატული მეტრი შესთავაზოს.

შეგახსენებთ: ამ დროისთვის, თბილისის თიზ-ში 200 -მდე კომპანია ოპერირებს.