მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის შემოვლითი რკინიგზის ახალ პროექტს მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს

5bcdf84cd262c
თამუნა ქემერტელიძე
22.10.18 20:16
2316
თბილისის შემოვლითი რკინიგზის ახალ პროექტს მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს, - ამის შესახებ BMG -ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს. მათი თქმით, შემოვლითი რკინიგზის პროექტი იმ ფორმით, როგორც დაანონსებული იყო აღარ განხორციელდება, მიზეზი კი კომპანია MC Mobility მიერ ჩატარებული კვლევაა, რომელშიც მთელი რიგი ხარვეზები გამოიკვეთა, მათ შორის:

1. შემცირდებოდა რკინიგზის გამტარუნარიანობა 24%-ით;
2. ჯამური დანახარჯები, როგორც საოპერაციო, ისე მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული, იზრდებიდა 57%–ით;

„შემოვლითი რკინიგზის თავდაპირველი პროექტი ძველი ფორმით ვერ შენარჩუნდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროექტი არ განხორციელდება, ახალ პროექტს მთავრობა აუცილებლად წარდაგენს“-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

შეგახსენებთ, დღეს "ე.წ შემოვლითი რკინიგზის პროექტზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა გახტაძემ დღეს „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით,პროექტი იყო რეტროგრადული და მისი მშენებლობის შეჩერებაც ობიექტური გადაწყვეტილება იყო".
"გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც, ამ პროექტის დამთავრება არსებული დიზაინით იყო სრულიად მიუღებელი. შესაბამისად, ჩემი მთავარი ხედვა გახლდათ სწორედ ის, რომ მოგვეხდინა ის, რაც გააკეთა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წარმატებით - მოგვეხდინა რკინიგზის და მეტროს ინტეგრირება ერთმანეთში ყველაზე ეფექტური საშუალებით", - აღნიშნა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის ინფასტრუქტურას, მეტროს ახალი სადგურების მშენებლობისთვის გამოიყენებენ. ახალი სადგურები სამგორიდან, ლილოს მიმართულებით უნდა აშენდეს.

რაც შეეხება ძველ ვარიანტს, პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისში უნდა მომხდარიყო ცენტრიდან რკინიგზის გადატანა თბილისის ზღვის ჩრდილოეთით. უქმდებოდა რკინიგზის ცენტრალური სადგური და რჩებოდა ორი სამგზავრო სადგური: აღმოსავლეთი სადგური ამჟამინდელი საკვანძოს (ნავთლუღის) ადგილზე და დასავლეთის სადგური დიდუბეში. ეს სადგურები მოემსახურებოდნენ მხოლოდ სამგზავრო შემადგენლობებს, დასავლეთის სადგური მოემსახურებოდა დასავლეთის მიმართულების სამგზავრო მატარებლებს, ხოლო აღმოსავლეთის სადგური მოემსახურებოდა თბილისი-ერევნის და თბილისი-ბაქოს მატარებლებს, პერსპექტივაში კი თურქეთის მიმართულებით მატარებლებსაც.