11.იანვარი.2016 13:00
ეკონომიკა

თბილისის შემოგარენში ტყის რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყება

თბილისის შემოგარენში ტყის რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყება
თბილისში მიმდინარე პროექტების დაჩქარებისა და მათი ეფექტურად განხორციელების გზებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა თბილისის მერის სამომავლო გეგმები მოისმინა და პროექტების განხორციელების დაჩქარებასა და მათი ეფექტურობის გაზრდაში დედაქალაქის მთავრობის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი გამოიკვეთა, მათ შორის, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირება, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება, მრავალდონიანი პარკინგების მშენებლობა, ახალი საბავშვო ბაღების აშენება და ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების მოკლე ვადებში განხორციელება.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის მერია აქტიურად იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაზე, ხოლო არსებული პარკი, საწყის ეტაპზე, იმ რაიონებს მოხმარდება, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის ნაკლებობაა. უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს ახალი ავტობაზის აშენების პროექტის განხორციელებაც.

ასევე, დაიწყება თბილისის შემოგარენში ტყის რეაბილიტაციის პროგრამა; პრემიერმა და თბილისის მერმა ასევე ისაუბრეს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა შორისაა აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადისა და კრწანისი-შინდისის ახალი გზის მშენებლობა, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია და სხვა.

გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას სთხოვა, გამკაცრდეს ყველა მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობის ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლი, რათა სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს.
17.თებერვალი.2018 19:00
391

Bloomberg: ფრანგული კომპანიები თანამშრომლებს ვერ პოულობენ

ვრცლად
17.თებერვალი.2018 18:30
106

Facebook პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს

ვრცლად
17.თებერვალი.2018 18:00
120

მთავრობა ვიდეო გადაღებისთვის საჭირო აპარატის შესყიდვას დაჩქარებული წესით ითხოვს

ვრცლად
17.თებერვალი.2018 17:00
57

მრეწველობის სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი

ვრცლად
17.თებერვალი.2018 16:30
106

"თბილისის ღვინის სკოლამ“ სომელიეთა მომზადების მიზნით მიღება გამოაცხადა

ვრცლად
17.თებერვალი.2018 16:00
120

მერია LED ეკრანებში 90 ათას ლარს დახარჯავს

ვრცლად