08.თებერვალი.2016 08:22
კრიპტოვალუტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 98 წლის გახდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 98 წლის გახდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 98 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.  საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის მედლებით დაჯილდოვდებიან თსუ ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები.

ღონისძიების ბოლოს გაიმართება დოკუმენტური ფილმის (დილოგია) „სათავეებთან“ ჩვენება (სცენარის ავტორი და რეჟისორი თინათინ დაბრუნდაშვილი, ტელეკომპანია „პულსი“). ფილმი ეძღვნება საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების დამკვიდრების პირველ ნაბიჯებს, თბილისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის დაფუძნებას და ამ პროცესში მონაწილე პიროვნებათა ღვაწლს; ფილმის მეორე ნაწილი ეძღვნება ადამიანის ანატომიის, ქირურგიისა და პათოლოგიური ანატომიის კათედრების დაარსებას, მათ პირველ ხელმძღვანელებს და ამ კათედრებზე მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესებს.

1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ტფილისის უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

 



16.ნოემბერი.2018 20:00
225

Bitcoin-ის ფასი 1 დღეში თითქმის $1000 დოლარით დაეცა

ვრცლად
26.ოქტომბერი.2018 14:28
261

Bitfury-ს აქციები, შესაძლოა, საფონდო ბირჟაზე განთავსდეს

ვრცლად
10.ოქტომბერი.2018 10:47
520

Bitfury ბიტკოინ მაინინგის ახალ სერვისს წარადგენს

ვრცლად
03.ოქტომბერი.2018 16:38
546

კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია 1 კვირაში 8$ მილიარდით გაიზარდა

ვრცლად
28.სექტემბერი.2018 19:11
1117

ქართულ რესტორანში მომსახურების საფასურის გადახდა კრიპტოვალუტით გახდა შესაძლებელი

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 11:38
1000

Bitfury-მ ბიტკოინ მაინინგის ახალი მოწყობილობა წარადგინა

ვრცლად