მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს #FlyGif-ით სარგებლობა შეეძლებათ

5b53361d876a3
მარიამ ადამია
21.07.18 17:50
7362
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Gif Checkin-ის აპარატით სარგებლობა მიმდინარე წლის 27 ივლისიდან ყველა მგზავრს შეეძლება. აპარატს გიფისა და ფოტოს გადაღების გარდა check in-ის ფუნქციაც ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო პროდუქტზე მგზავრი იმ მიმართულებას მიუთითებს, სადაც მიემართება.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი, თარაშ კვარაცხელია აცხადებს, სიახლე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის ტერმინალში განთავსდება და მისი სარგებლობის ღირებულება 5 ლარი იქნება.

“#FlyGif-ით გადაღებულ გიფზე ან ფოტოზე, მითითებული იქნება მგზავრის საწყისი და საბოლოო ადგილმდებარეობა. ჩარტერული რეისის შემთხვევაში, შუალედური ქვეყანაც და ის ავიაკომპანიაც, რომლითაც მგზავრი,კონკრეტული რეისის დროს სარგებლობს. საბოლოო პროდუქტი მომენტალურად აიტვირთება სოციალურ ქსელებში, მითითებულ პროფილზე. ასევე შესაძლებელია ფოტოს იქვე დაბეჭდვაც.” - აცხადებს თარაშ კვარაცხელია.

მისივე თქვით, სიახლე ჯერ-ჯერობით მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განთავსდება, უახლოეს მომავალში კი, იგეგმება როგორც ქვეყნის მაშტაბით დანარჩენ აეროპორტებში შესვლა, ასევე სხვა ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ოპერირებასაც. საქართვლოს შემდეგ პირველი ქვეყანა სავარაუდოდ, თურქეთი იქნება, საიდანაც დაინტერესება უკვე წამოსულია.