მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაციისთვის საბუთების მიღება დაიწყო

5b7aa59b87604
BM.GE
20.08.18 15:26
920
20 აგვისტოდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება დაიწყო. საბუთების მიღების პროცესი 7 სექტემბრამდე გასტანს. დამატებითი რეგისტრაციისთვის, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 7900 ადგილს დაამატებს.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება:

1. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები;
2. დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა);
3. ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები;
4. სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს);
5. იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი;
6. სხვა დანარჩენი განცხადებები.

რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. კერძოდ, ბავშვის დაბადების მოწმობა; რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება (ასევე, არასრუწლოვნის რეგისტრაციის ბარათი); სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.