მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ტემპი არ აკმაყოფილებს

5b4f15f93fea5
მეგი კავთუაშვილი
18.07.18 14:25
871
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ზოგიერთი კომპანია, მიუხედავად ხელშეკრულებით ნაკისრი 24 საათიანი მუშაობის ვალდებულებისა, ღამის საათებში არ მუშაობს. მაგალითისთვის, მერმა ვარკეთილის ხიდების მშენებელი კომპანია დაასახელა.

"გვაქვს გარკვეული პრობლემები ამ მიმართლებით. ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კონტრაქტორს ხელშეკრულებაში უწერია 24 საათიან რეჟიმში მუშაობა. ეს პრობლემას არ უნდა წარმაოდგნდეს, იმიტომ რომ არ არის დასახელებული რაიონი და ღამე მუშაობა ხელს არ უნდა უშლიდეს ადამიანებს. შემოვლაზე ვიყავი ღამის საათებში. არც ძალიან გვიან იყო. 2 - 3-ის ნახევარი იქნებოდა, ადამიანი არ მუშაობდა ღამე ამ ობიექტზე.“ - განაცხადა კახა კალაძემ. მოდგილეს ირაკლი ხმალაძეს დაევალა კონტრაქტორ კომპანიასთან შეხვედრა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მონიტორინგი.

„თუ არ აქვთ შესაძლებლობა რომ იმუშაონ იმ ტემპით რა ტემპიც გვაქვს ჩვენ მოთხოვნილი და იმ ხარისხით რაც არის ჩვენგან მოთხოვნილი, მაშინ თავი დაგვანებონ ჩვენ და დაანებონ ქალაქსაც თავი", - განაცხადა კახა კალაძემ.