მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერობის კანდიდატებისა და პარტიული სიის პირველი ნომრების ქონება

59e4b218b2b5d
BM.GE
16.10.17 17:19
1080
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატებისა და საკრებულოს პარტიული სიების პირველი ნომრების ქონებას და ბიზნესინტერესებს, რომელთა მოკვლევა საჯარო რეესტრის ბაზებითა და შესაბამისი პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით გახდა შესაძლებელი.

თბილისის მერობის 14 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი - ალექსანდრე ელისაშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი;

დედაქალაქს მერობის 2 ქალი კანდიდატი ჰყავს - ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოდან“ და ირმა ინაშვილი „დავით თარხან-მოურავი, ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“;

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებიდან პარტიული სიის პირველ ნომრად ქალი კანდიდატები დაასახელეს „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ”, "რესპუბლიკურმა პარტიამ" და „სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ“;

კვალიფიციური სუბიექტების მიერ დასახელებული მერობის კანდიდატებიდან 3-ს (კახა კალაძე, ირმა ინაშვილი, კახა კუკავა) ბიზნესინტერესები აქვს კომპანიებში; რაც შეეხება პარტიული სიების პირველ ნომრებს, ბიზნესინტერესები მხოლოდ „ქართული ოცნების“ სიით წარდგენილ მარიკა დარჩიას აქვს;

მერობის კანდიდატებიდან 5-ს (კახა კალაძე, ელენე ხოშტარია, კახა კუკავა, გიორგი ვაშაძე, გიორგი გუგავა, თენგიზ შერგელაშვილი), სიის პირველი ნომრებიდან ასევე 5-ს (დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი გაბაშვილი, გოჩა თევდორაძე, ხათუნა სამნიძე, ნანა ტოხვაძე) სხვადასხვა დროს პოლიტიკური შემოწირულობა აქვთ განხორციელებული.

კვლევის სრულად ნახვა შეგიძლიათ ბმულზე