01.აპრილი.2016 18:09
ბიზნესი

თბილისის მერიასა და ბიზნეს ასოციაციას შორის შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება

თბილისის მერიასა და ბიზნეს ასოციაციას შორის შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება
თბილისის მერიასა და ბიზნეს ასოციაციას შორის შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება. მხარეებს შორის დღეს გამართული შეხვედრის მთავარი თემა სამშენებლო სექტორში ადმინისტრაციული ბარიერები და ქალაქის განაშენიანების გეგმა იყო. გარდა ამისა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თავის გუნდთან ერთად ბიზნესსექტორს დედაქალაქში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

"ვისაუბრეთ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმ რეგულაციებზე, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ როგორც დროებითი წესი გენერალური გეგმის ძალაში შესვლამდე. ასევე ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ადმინისტრაციული პროცედურა კიდევ უფრო მეტად გავამარტივოთ და სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები ბიზნესთან მიმართებაში", - განაცხადა ნარმანიამ.

თავის მხრივ, როგორც ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის თბილისში შეჩერებული მშენებლობებიც მოხვდა.

"ეს პრობლემა გარკვეულწილად ზიანს აყენებს ქალაქის ტურისტულ პოტენციალს. ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტული გეგმა გააჩნია ქალაქის მერიას, სადაც შესაძლებელია, კერძო სექტორის ჩართულობით აღნიშნული პრობლემის ნაწილობრივ გადაწყვეტა მოხდეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მშენებლობებზე ნებართვების გაცემისას გარკვეულ ბიუროკრატიას, რომელშიც არის პროგრესი, თუმცა მერიის წარმომადგენლებს აქვთ გეგმა, როგორ უნდა დაჩქარდეს ეს საკითხი", - განაცხადა ასლანიშვილმა.

მისივე თქმით, ქალაქის განაშენიანების კუთხით პრობლემატურია ძველ უბნებში მაღალსართულიანი მშენებლობების საკითხი.

"ეს საკითხი დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებამდე უნდა იყოს მოგვარებული დროებითი მექანიზმით. ეს მექანიზმი შესაძლებელია იყოს გამგეობებისთვის დამატებითი უფლებების მიცემა, რომ ცალკეულმა გამგებელმა თავის უბანში გადაწყვიტოს მშენებლობების საკითხი და ის კოეფიციენტი, თუ როგორც შეიძლება აშენდეს კონკრეტული დანიშნულების შენობა", - განაცხადა ასლანიშვილმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე მერიასა და ბიზნეს ასოციაციას შორის შესაძლოა, შეხვედრა გაიმართოს.
ავტორი: დავით ჯალაღონია



16.თებერვალი.2019 11:20
1795

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
144

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2334

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
118

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
984

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
855

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად