11.დეკემბერი.2015 11:43
ეკონომიკა

თბილისის ბიუჯეტით, ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, 17 მილიონ 800 ათასი ლარია გამოყოფილი

თბილისის ბიუჯეტით, ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, 17 მილიონ 800 ათასი ლარია გამოყოფილი
საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიჯეტის დაზუსტებული პროექტი შევიდა. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, რომელიც შეადგენდა 735 მლნ. 700 ათას ლარს, გაზრდილია 80 მლნ. 200 ათასი ლარით. ბიუჯეტის პროექტით, თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
 
1. ხიდების და გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 17 მლნ. 800 ათასი ლარი, მათ შორის, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენითი სამუშაოები და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მოწყობა;

2. 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 7 მლნ. 800 ათასი ლარი;

3. ქალაქის განვითარების პროგრამის ფარგლებში - 42 მლნ ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია მარჯანიშვილის მეტროდან ზაარბრუკენის მოედნამდე ტერიტორიის განვითრება და შენობების რეაბილიტაცია - 19 მლნ ლარი; გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება - 7 მლნ. 700 ათასი ლარი;

4. 7 მეტროს სადგურის - ვაგზლის მოედანი-1, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი, ვარკეთილი და ახმეტელის თეატრი კაპიტალური რეაბილიტაცია - 7 მლნ ლარი;

5. ახალი რაგბის მოედნის მშენებლობა - 6,0 მლნ ლარი, რომელიც რაგბისტების ახალი თაობების აღზრდას მოემსახურება და უმასპინძლებს 2017 წლის რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს;

6. ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა - 3 მლნ ლარი;

7. ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა - 1 მლნ. 100 ათასი ლარი;
თბილისის მერიის ცნობით, 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია საქალაქო ავტობუსების პარკის განახლება 150 ერთეულით. ასევე, დაგეგმილია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის პირველი და მეორე უჯრედის დახურვისა და გაზშემკრები მილების მშენებლობისათვის 9 მლნ. 600 ათასი ლარისა და ახალი მე-3 უჯრედის მშენებლობისათვის 13 მლნ. 400 ათასი ლარის მოზიდვა.



19.ნოემბერი.2018 13:25
52

"ეს არის სრულად კერძო ტრანზაქცია, საბიუჯეტო თანხების ჩართულობა არ იქნება“

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 13:19
183

ბანკების ასოციაცია: ეს არის ერთჯერადი აქცია

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 13:13
144

"მოქალაქეები 3 დეკემბრიდან შეძლებენ შეამოწმონ შეეხებათ, თუ არა ვალების ჩამოწერა"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 13:03
109

მაჭავარიანი ვალების ჩამოწერაზე: თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი "ქართუ"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 12:46
459

"კითხვა ჩნდება, - ეს ფული რომ ეკონომიკაში ჩაბრუნდება, ლარზე როგორ აისახება?"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 12:37
137

"მცირე მოცულობის ისეთ სესხებზეა საუბარი რომლის რესტრუქტურიზაციას ბანკები ისედაც აკეთებდნენ"

ვრცლად