08.თებერვალი.2016 17:31
ბიზნესი

თბილისის აეროპორტის რეაბილიტაციის გამო, 1 მარტიდან 1 ივლისამდე ფრენები შეიზღუდება

თბილისის აეროპორტის რეაბილიტაციის გამო, 1 მარტიდან 1 ივლისამდე  ფრენები შეიზღუდება
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეკონსტრუქცია.
 
სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (31L/13R) ყოველდღიურად დაიკეტება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისთვის დროის შემდეგ მონაკვეთებში:

2016 წლის 1 მარტიდან 27 მარტამდე ყოველ დღე 09:30 საათიდან 15:00 საათამდე;

2016 წლის 27 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით ყოველ დღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დროებითი ცვლილება ფრენის განრიგში გაგრძელდება მხოლოდ ოთხ თვეს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიუხედავად, ავიაკომპანიები განაგრძობენ რეგულარული ავიარეისების შესრულებას შეცვლილი გრაფიკით და რეისები ძირითადად ღამით შესრულდება.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას", - განმარტავენ უწყებაში.

2015 წლის 28 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" და შპს "ტავ-ურბან საქართველოს" შორის ხელი მოეწერა 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს.

2005 წლის ხელშეკრულებით შპს "ტავ-ურბან საქართველოს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მართვაში გადაეცა 2027 წლამდე.



18.მარტი.2019 12:26
1342

"ჯიგრები" - რა მომსახურებას სთავაზობს ქართული სტარტაპი მომხმარებელს

ვრცლად
07.მარტი.2019 13:30
310

საწარმოებს გარემოზე ზემოქმედებისთვის ფინანსური ვალდებულება დაეკისრებათ

ვრცლად
06.მარტი.2019 17:20
961

აშშ-ში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

ვრცლად
06.მარტი.2019 12:24
311

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ვრცლად
06.მარტი.2019 10:25
616

თამაზ დაუშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია

ვრცლად
02.მარტი.2019 13:20
379

რომელ პროექტებზე იქნება დაშვებული კ2 კოეფიციენტის მატება?

ვრცლად