მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის 2016 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტში, შრომის ანაზღაურების თანხები მილიონ 500 ათასი ლარით შემცირებულია

566a7adf635f8
BM.GE
11.12.15 11:20
1426
საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიჯეტის დაზუსტებული პროექტი შევიდა. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, რომელიც შეადგენდა 735 მლნ. 700 ათას ლარს, გაზრდილია 80 მლნ. 200 ათასი ლარით.
 
"გამწვანების ღონისძიებებისთვის 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, 2 მლნ ლარით მეტია განსაზღვრული, რაც ვერეს ხეობაში და პარკი მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობის სამუშაოებზე მიიმართება.

ამასთან, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამას, გარდა ტრანსფერებით მისაღები 5,3 მლნ ლარისა, დაემატა 1 მლნ ლარი და 6 მლნ. 300 ათასი ლარით განისაზღვრა.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტის მიხედვით, 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა შემცირებულია 1 მლნ. 500 ათასი ლარით, სამივლინებო ხარჯები - 230 ათასი ლარით, წარმომადგენლობითი ხარჯები - 368 ათასი ლარით, ხოლო ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯები 449 ათასი ლარით ნაკლებია", - განმარტავენ მერიაში.