მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მილიონ 900 ათასი ლარით განისაზღვრა

566a77e6b8154
BM.GE
11.12.15 11:13
1542
საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიჯეტის დაზუსტებული პროექტი შევიდა. თბილისის მერიის ცნობით, დაზუსტებულ პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები, უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად, შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული.
 
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, რომელიც შეადგენდა 735 მლნ. 700 ათას ლარს, გაზრდილია 80 მლნ. 200 ათასი ლარით.

მერიის ცნობით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გამწვანების ღონისძიებები:

ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2016 წელს განსაზღვრულია 271 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (210 მლნ.) 61 მლნ. ლარით მეტია. ამასთან, 13 ნოემბერს საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გაიზარდა ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა:

• გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში - 2 მლნ. 600 ათასი ლარით;
• ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება - 3 მლნ ლარით;
• კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში - 4 მლნ ლარით.

ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 214 მლნ. 300 ათასი ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (205 მლნ.) 9 მლნ. 300 ათასი ლარით მეტია.