მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი ზღვაზე მშნებლობები სანიტარული ნორმების იგნორირებით ხდება

5ba26b48cdb59
თამუნა დემეტრაშვილი
20.09.18 09:30
1066
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისთვის, ჩარჩო გეგმა შემუშავდება. ქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ მიზნით ტენდერი გამოაცხადა. მერიაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ტერიტორიის ძირითადი პრობლემა წყალსაცავის სიახლოვეს, წყალდაცვითი და სანიტარული ნორმების იგნორირებით განვითარებული სამშენებლო ინიციატივები, სანიტარული დაცვის არეალების ბუნდოვანი საზღვრები და უსისტემოდ გასხვისებული მიწის ნაკვეთებია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტერიტორიის კვლევა უნდა ჩაატაროს, მოახდინოს შემზღუდავი ზონების ანალიზი და განსაზღვროს ტერიტორიის შემდგომი განვითარების პოტენციალი. ჩარჩო გეგმის მთავარი მიზანი ხელმისაწვდომი სარეკრეაციო სივრცის შექმა და განაშენიანების პროცესის სტაბილიზებაა. ტერიტორიის საკვლევი არეალის ფართობი 3097 ჰა-ს შეადგენს, ხოლო საპროექტო არელის ფართობი 1845.3 ჰა-ს.