14.მარტი.2019 21:15
ეკონომიკა

თბილისი "Turkish Airlines"-ის 70 მილიონ მგზავრზე გათვლილ საბორტე ჟურნალში

თბილისი "Turkish Airlines"-ის  70  მილიონ მგზავრზე გათვლილ საბორტე ჟურნალში
"Turkish Airlines" საბორტე ჟურნალის „Skylife“ მარტის თვის ნომერში თბილისის შესახებ 8-გვერდიანი სტატია დაიბეჭდა.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თურქულ და ინგლისურ ენაზე მომზადებულ სტატიაში თბილისის ტურისტული ადგილები, ძველი ქალაქი, არქიტექტურა, კულტურა და კულინარია არის აღწერილი.

თბილისის შესახებ ჟურნალის „Skylife“ სტატია საშუალებას აძლევს თურქეთის ავიახაზების 70 მილიონამდე მგზავრს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნოს.
სტატია თბილისის შესახებ ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქულ ავიახაზებთან თანამშრომლობით დაიბეჭდა.

"თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველი რაც ვიფიქრე, რას ვნახავდი საქართველოს დედაქალაქში დროის მანქანა, რომ მქონოდა. თუმცა ამ კითხვას პასუხი ნანახით გავეცი. დასკვნა კი ასეთია, თბილისი თავისი კულტურით შენს სულში ისახება. ეს არის ქალაქი თავისი უძველესი ისტორიით, ქალაქი, რომელიც არქიტექტორული სტილით კავკასიის უძვირფასესი ნაწილი იყო და არის.

ქალაქის ხედი თითქოს ჩაგჩურჩულებს მე ვარ თბილისი და ერთი ხედით გაჩვენებს, როგორც ქალაქის წარსულს, ასევე მომავალს.

ვის ვნახავდით საქართველოს დედაქალაქში წარსულში რომ გვემოგზაურა?

თბილისის დამაარსებელ ვახტანგ გორგასალს, შოთა რუსთაველს უდიდეს ქართველ პოეტს, რომელმაც თამარ მეფეს ვეფხისტყაოსანი მიუძღვნა, მეფეს, რომელიც საქართველოს საუკეთესო წლებში მართავდა.

შევხვდებოდით ხუროებს, რომლებმაც ხის აივნები შექმნეს, ფიდელ კასტროს, რომელმაც ფუნიკულიორზე ისადილა, ალექსანდრე დიუმას სამი მუშკეტერის ავტორს, რომელიც საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა.

როგორც კი მშვიდობის ხიდზე ფეხს დავდგამთ წარსულიდან აწმყოში გადავდივართ“, - წერს სტატიის ავტორი, რომელიც საქართველოს დედაქალაქს უკან დაბრუნების იმედით ტოვებს.
ავტორი: თელარა გელანტია



22.მარტი.2019 01:04
135

“Conti უნდა ყოფილიყო გარანტი, რომ პროექტის წარმატება მიღწეული იქნებოდა, დღეს მას ვერ ვხედავთ” - ცქიტიშვილი

ვრცლად
22.მარტი.2019 01:00
89

„ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს“

ვრცლად
22.მარტი.2019 00:10
160

„ლენდმარკ ბაკურიანი“ 5 ყველაზე „გიჟურ“ პროექტს შორის მოხვდა

ვრცლად
21.მარტი.2019 23:29
185

კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს პრობლემის მოგვარებას ჰპირდება

ვრცლად
21.მარტი.2019 23:20
73

ცქიტიშვილი: ვალდებულნი ვართ, ანაკლიის პროექტში ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები

ვრცლად
21.მარტი.2019 23:14
106

დავით კირკიტაძე: ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მთაწმინდაზე უპრეცედენტოა

ვრცლად