მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ორჯერ მეტ ადამიანს ასაქმებს, ვიდრე დანარჩენი საქართველო"

5b0a7f1a839df
მარიამ ადამია
27.05.18 13:59
849
ეკონომიკის სამინისტროს უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თბილისი ორჯერ მეტ ადამიანს ასაქმებს, ვიდრე დანარჩენი საქართველო. ხელმძღვანელი პირებისა და მენეჯერების რაოდენობას კი, ქვეყანაში ოდნავ ჩამოუვარდება პროფესიონალების, სპეციალისტებისა და მათი დამხმარე პერსონალის რაოდენობას. რაოდენობრივად მცირეა არაკვალიფიციური მუშების, ოფისის პერსონალის, მომსახურებისა და სავაჭრო სფეროში დასაქმებული ადამიანების, ხელოსნებისა და სამრეწველო მოწყობილობების ოპერატორების რაოდენობა. ყველაზე მცირე კი სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის.

ვაკანსიის შევსებისას ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებად უმრავლესობა აპლიკანტის არაკვალიფიციურობას ასახელებს, 23,6% თვილის რომ არასაკმარისია ანაზღაურება. შემდეგ რეიტინგში მოდის გამოცდილების ნაკლებობა, აპლიკანტის რაოდენობის ნაკლებობა და ასევე ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება მათთვის მიუღებელი სამუშაო გარემოც.

რაც შეეხება კადრის აყვანისას გაჩენილ პრობლემებს, მთავარი წინააღმდეგობა ტექნიკური უნარების ცოდნის ნაკლებობაზე მოდის. 16%–ი ჯგუფურად მუშაობის უნარს, 13% კი ახალი ინფორმაციებისა და უნარების შეძენას ასახელებს. შემდეგ მოდის გამოთვლის, წაკითხვისა და ცხრილების გამოყენება, ინფორმაციის გაცნობა და გადმოცემის უნარი, ბოლოს პრობლემა კი კადრის აყვანისას ლიდერობის უნარის ნაკლებობაა.