14.მაისი.2018 16:58
საზოგადოება

თბილისი ანძის ტურისტულ კონცეფციას "კოკო არქიტექტორები" შექმნიან

თბილისი ანძის ტურისტულ კონცეფციას "კოკო არქიტექტორები" შექმნიან
თბილისის სატელევიზიო ანძის ტურისტულ კონცეფციას ესტონელი არქიტექტორები შექმნიან. კომპანია "კოკო არქიტექტორებთან” ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. "საქართველოს ტელერადიოცენტრის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში ,,კოკო არქიტექტორებს” კონკურენციას "ქობულიები და პარტნიორები” უწევდნენ, თუმცა ეს უკანასკნელი ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერს გამოეთიშა. ესტონური მხარე პროექტისა და კონცეფციის შექმნაში 100 500 ლარს მიიღებს.

კომპანიამ სამუშაოები 5 ეტაპად უნდა შეასრულოს. პირველი ეტაპი ობიექტის შესწავლა და კვლევებს მოიცავს, შემდეგ უნდა მოხდეს კოშკის კონსტრუქციის კვლევა, რასაც ფუნქციური და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება მოჰყვება, ბოლო ეტაპი კი ინტერიერის არქიტექტურული დიზაინის შემუშავება და ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშებებია. კომპანია ვალდებულია სამუშაოები 31 აგვისტომდე დაასრულოს. ტურისტული ატრაქციის მოწყობა სატელევიზიო ანძის 41 მეტრი სიმარლის ნიშნულზე მდებარე კონსტრუქციაზე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ,,კოკო არქიტექტორები” მუშაობენ ენგურჰესზე დაგეგმილი ტურისტული ატრაქციონის პროექტზეც. კომპანიამ უკვე მოამზადა გენერალური გეგმა, ადმინისტრაციული შენობის ლაზერული სკანირება და შენობის სტრუქტურული კვლევა, ლანდშაფტის 3D მოდელი, ტოპოგრაფია და არსებული გზების მდგომარეობის კვლევა.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



23.ივნისი.2018 15:47
506

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობაში 10 სამინისტრო იქნება

ვრცლად
23.ივნისი.2018 15:22
72

ტყის ხანძრების პრევენციისთვის შეტყობინების სისტემა დაინერგება

ვრცლად
23.ივნისი.2018 13:00
128

დამწვარი ტყის ნარჩენებს ბიოსაწვავად გამოიყენებენ

ვრცლად
23.ივნისი.2018 11:06
90

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

ვრცლად
23.ივნისი.2018 10:11
943

კახა კალაძე: იმღერეთ რამდენიც გინდათ

ვრცლად
23.ივნისი.2018 10:00
95

კალაძე: ტყუილია ინფორმაცია, რომ ქალაქის მერია Street Art-ის წინააღმდეგია

ვრცლად