მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტროს სკანდალური ტენდერი ისევ სადაო გახდა

5b4f1b50b633b
თამუნა დემეტრაშვილი
18.07.18 15:20
1225
თავდაცვის სამინისტროს სკანდალური ტენდერი ისევ სადაო გახდა, უწყებას შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივიან. საუბარია ჯარისკაცებისათვის 25 ათასი წყვილი მაღალყელიანი ჩექმის შესყიდვის ტენდერზე, რომელიც ორიოდე კვირის წინ, სამინისტრომ მედიაში აგორებული სკანდალის შემდეგ გააუქმა. მაშინდელი პირობებით, 2,3 მილიონიან ტენდერს, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კუთვნილი კომპანია იგებდა. მოგვიანებით სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

უწყებას საუკეთესო ფასს, 1,9 მილიონს კომპანია "კოზტრანსი“ სთავაზობს, თუმცა სამინისტროს - შპს "ყველა სეზონი" უჩივის. კომპანია მიიჩნევს, რომ სამინისტრომ ტენდერი დისკრიმინაციული პირობებით გამოაცხადა, რითიც სხვა კომპანიებს პროცესში მონაწილეობის საშუალება შეეზღუდათ. მოსარჩელისთვის მიუღებელია პირობა, რომლითაც კომპანიას 20 წლიანი გამოცდილება მოეთხოვება.

"ჩვენი აზრით, სატენდერო პირობები უნდა აყენებდეს პრეტენდეტებს თანაბარ პირობებში, ხოლო ამ ჩანაწერის მიხედვით ვერანაირად ვერ ჩაითვლება, რომ შემსყიდველის მოთხოვნა არის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის წინაპირობა. ჩვენს მწარმოებელ კომპანიას გააჩნია 15 წლიანი გამოცდილება და ლიდერობს საერთაშორისო ბაზარზე, აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები, იძლევა პროდუქციაზე გარანტიას და ვერ ვხვდებით რატომ გვეზღუდება უფლება“-ნათქვამია სარჩელში.

გარდა ამისა შპს "ყველა სეზონი" მიწოდების ვადებსაც აპროტესტებს. "მიგვაჩნია რომ მიწოდების ვადა არის წარმოუდგენლად მცირე, 60 დღეში 12000 ბატინკის ჯერ წარმოება და მერე ტრანსპორტირება თთითქმის შეუძლებელია და არის დისკრიმინაციული, რადგან აღნიშნულმა მიწოდების ვადამ შეიძლება შეძღუდოს კომპანიები რომლებსაც შეუძლიათ იაფად მიაწოდონ აღნიშნული საქონელი სახელმწიფოს", - აღნიშნავენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ ეს, თავდაცვის სამინისტროს უკვე მესამე მცდელობაა, ჯარისკაცებისათვის მაღალყელიანი ფეხსაცმელი შეიძინოს. პირველი ტენდერი, რომელიც, ჯერ კიდევ მარტში გამოცხადდა - არ შედგა, მომდევნო ტენდერი კი თავად სამინისტრომ გააუქმა.